მარგველაშვილი დიდი ხანია ენმ-ს აქტივისტია - ოხანაშვილი
"ქართული ოცნების" წევრი ანრი ოხანაშილი ამტკიცებს, რომ გიორგი მარგველაშვილი ენმ-ს აქტივიზმს დიდი ხანია ეწევა და ეს ისედაც ცხადი იყო. მმართველი გუნდის წევრი ირწმუნება, რომ ეს ფაქტი ფარას დოკუმენტმაც კიდევ ერთხელ დაადასტურა. ოხანაშვილის თქმით, მნიშველობა არ აქვს ენმ-ში ვინ გაერთიანდება, რადგან "რადიკალების" პარტიაში არაფერი შეიცვლება.
ბატონი მარგველაშვილი დიდი ხანია უკვე ეწევა „ნაციონალური მოძრაობის“ აქტივიზმს და ის არის კლასიკური მაგალითი ენმ-ს აქტივისტის. შესაბამისად, ეს დადასტურებულია ასევე ფარას მიერ გამოქვეყნებული დოკუმენტებით. შესაკრებთა გადანაცვლებით ჯამი არ იცვლება, ენმ-ს არსი, სახე, ვინც არ უნდა გაერთიანდეს და გამოვიეს იქიდან, რჩება უცვლელი. სამწუხაროდ, რადიკალიზაცია და სახელწიფოს წინააღმდეგ მოქმედება, - ამბოლბს ანრი ოხანაშვილი.