სააკაშვილს ელოლიავებიან, პატარა ბავშვივით უვლიან - ოდიშარია
სააკაშვილს ელოლიავებიან, პატარა ბავშვივით უვლიან - ამის შესახებ "ოცნების" წევრმა ბექა ოდიშარიამ განაცხადა.
ოდიშარიას თქმით, დაპატიმრებული პრეზიდენტი უამრავი ექიმების მეთვალყურეობის ქვეშ მაღალი კლასის კლინიკაში იმყოფება.
"სააკაშვილი არის ყველაზე მაღალი კლასის კლინიკაში, რომელიც საქართველოშია, ყოველ შემთხვევაში ერთ-ერთ ყველაზე მაღალი კლასის კლინიკაში, ლუქს პალატაში, უამრავი ექიმების მეთვალყურეობის ქვეშ, ელოლიავებიან, პატარა ბავშვივით უვლიან, ის როგორ ექცევა კი ხედავთ. და დანარჩენი რას აკვირდებიან ვერ გავიგე, კი ბატონო დაკვირვებას ახლა ვინ დაუშლის, ღია არის პრაქტიკულად პროცესი მისი მოვლა-პატრონობის, გასეირნების, კვების, მშობელთა კრების თუ პოლიტიკური ჯგუფების მასთან შესვლის". - განაცხადა ოდიშარიამ.