ხალხი ზუსტად ისე მოგვექცევა, როგორც ჩვენ მოვექცევით მათ - პაატა მანჯგალაძე

25.07.23 18:30
ხალხი ზუსტად ისე მოგვექცევა, როგორც ჩვენ მოვექცევით მათ - პაატა მანჯგალაძე

ხალხი ზუსტად ისე მოგვექცევა, როგორც ჩვენ მოვექცევით მათ - ამის შესახებ "სტრატეგია აღმაშენებლის წევრმა პაატა მანჯგალაძემ განაცხადა. 

მანჯგალაძის თქმით, ოპოზიციის ზოგიერთ წარმომადგენელს კალენდარი აქვს არეული და  “ნაციონალური მოძრაობის” ლამის 15 და 20 წლის წინანდელ შეცდომებზე საუბრობენ. 

“საზოგადოების დაკვეთა არის გამარჯვება და გამარჯვება მიიღწევა კოორდინაციით, ძალებისა და რესურსების გაერთიანებით და არა ოპოზიციის შიგნით გაუთავებელი გარჩევებითა და კინკლაობით.

რასაც ბოლო პერიოდში ვაკვირდები, ოპოზიციის ზოგიერთ წარმომადგენელს კალენდარი აქვს არეული, ნაცვლად იმისა რომ საუბრობდნენ “ქართული ოცნებიდან”მომდინარე საფრთხეებზე რომ გამალებული რუსიფიკაცია მიდის ქვეყანაში, ქართველები გადიან და მათ ადგილზე რუსები მკვიდრდებიან, ის რომ ნატოსა და ევროკავშირის ქოლგის გარეშე ტოვებენ ქვეყანას, ისევ “ნაციონალური მოძრაობის” ლამის 15 და 20 წლის წინანდელ შეცდომებზე საუბრობენ. 
მე არ მესმის რა პოლიტიკური დივიდენტი შეიძლება მოიტანოს ამან. სტრატეგიულადაც არ მესმის ოპოზიციური პარტიის რომლის ამოცანაც არ არის ხელისუფლების მხარდამჭერების კლების ხარჯზე  საკუთარი და საერთო ოპოზიციური მომხრეების რაოდენობის გაზრდა. ამის ნაცვლად ცდილობენ ოპოზიციის დაზიანების ხარჯზე საკუთარი მხარდამჭერების გაზრდას, რაც “ქართული ოცნების” პირდაპირი დღის წესრიგი და თამაშია. ასე აპირებენ ხელისუფლების შეცვლას? 

ყველამ უნდა იცოდეს, ხალხი ზუსტად ისე მოგვექცევა როგორც ჩვენ მოვექცევით მათ. ზუსტად იმდენად გაიზიარებენ ჩვენს პოზიციებს, რამდენადაც ჩვენ გავხდებით მათი პრობლემის გამზიარებლები და მომგვარებლები. ეს არის გამარჯვების რეალური ფორმულა და არა დაუსრულებელი ტალახის სროლა და მეორეხარისხოვან საკითხებზე გარჩევები” - ამბობს პაატა მანჯგალაძე

მსგავსი სიახლეები