მივიღე გადაწყვეტილება, მხარი დავუჭირო და შევუერთდე გახარიას გუნდს - აბაშიშვილი

28.05.21 14:49
მივიღე გადაწყვეტილება, მხარი დავუჭირო და შევუერთდე გახარიას გუნდს - აბაშიშვილი

გიორგი მარგველაშვილის ადმინისტრაციის ყოფილი უფროსი, გიორგი აბაშიშვილი,  გიორგი გახარიას გუნდს უერთდება. ამის შესახებ აბაშიშვილმა Facebook-ზე დაწერა.

ორი თვის წინ აღვნიშნე და ვისურვე, რომ პოლიტიკაში დარჩენილიყო, დარჩა და აქტიურდება. მე მისი პოლიტიკაში ყოფნა მომწონს, ჩვენი ხედვები ძალიან ემთხვევა ერთმანეთს! ვაფასებ მის თანამოაზრეებს და შესაბამისად, მივიღე გადაწყვეტილება მხარი დავუჭირო და შევუერთდე გახარიას გუნდს!", - წერს გიორგი აბაშიშვილი. 

 

 

 

გიორგი გახარიას პარტიის, ,,საქართველოსთვის", პრეზენტაცია ხვალ ,,ექსპო-ჯორჯიაში" 17 საათზე გაიმართება.

მსგავსი სიახლეები