სააკაშვილი, ზურაბიშვილი და ახლა უკვე მარგველაშვილი - "ოცნების" პოლიტიკური ანგარიშსწორება პრეზიდენტების წინააღმდეგ
პოლიტიკური ანგარიშსწორება პრეზიდენტების წინააღმდეგ ოცნების დღის წესრიგის ნაწილი ხდება. სააკაშვილი, ზურაბიშვილი და ახლა უკვე მარგველაშვილი. "გაყიდული და ამორალური" - მეოთხე პრეზიდენტის წინააღმდეგ გუშინ დაწყებული გაშავების კამპანია, დღეს ოცნების თავმჯდომარემ ამ ეპითეტებით გააგრძელა.
გუნდი, რომელიც მარგველაშვილის პრეზიდენტობისთვის ყველაფერს აკეთებდა, დღეს ასეთივე მონდომებით მისი დისკრედიტაციით არის დაკავებული. რატომ დაირაზმა ივანიშვილის პარტია მეოთხე პრეზიდენტის წინაააღმდეგ? ცილისმწამებლური კამპანია შესაძლოა, მარგველაშვილის მოსალოდნელ პოლიტიკურ გააქტიურებას უკავშირდება.
დეტალები ნახეთ, რუსუდან დუმბაძის რეპორტაჟში.