ვერანაირი ოკუპანტის უნივერსიტეტი ვერ გაიხსნება საქართველოში - ამილახვარი
"ვერანაირი ოკუპანტის უნივერსიტეტი ვერ გაიხსნება საქართველოში" - ამის შესახებ განათლების მინისტრმა, გიორგი ამილახვარმა განაცხადა.
მისივე განცხადებით, "ეს არის დამაზიანებელი პროპაგანდა და ტყუილი".
"არანაირი კონსულტაცია, შეხვედრა, წინარე შეთანხმება ამ საკითხთან დაკავშირებით, ბუნებრივია, არ ყოფილა და ვერც იქნება. ეს არის ჩვენი ოპონენტების, ქვეყნის მტრების ის დამაზიანებელი პროპაგანდა, რომელსაც გადაუმოწმებელ ინფორმაციაზე დაყრდნობით ან ვიღაცის უბრალოდ იდეაზე დაყრდნობით იყენებენ ხელისუფლების, განათლების სისტემისა და შემდგომ სახელმწიფოს წინააღმდეგ.
ამ საკითხთან დაკავშირებით ჩვენ, ბუნებრივია, ვიმოქმედებთ სახელმწიფოებრივად, საქართველოს ინტერესებიდან გამომდინარე და ვერანაირი ოკუპანტის უნივერსიტეტი ვერ გაიხსნება საქართველოში, რომელიც არ შედის ქართული საზოგადოებისა და განათლების ინტერესებში", - თქვა ამილახვარმა. მის კომენტარის საზოგადოებრივი მაუწყებელი ავრცელებს.
ლორთქიფანიძე ქართულ-რუსული უნივერსიტეტის შექმნას და სანქტ-პეტერბურგთან პირდაპირ ავიამიმოსვლას აანონსებს.