ვის აწყობს სააკაშვილის იზოლაცია? - ლევან ხაბეიშვილის თანაგუნდელი ალაპარაკდა
ვის აწყობს სააკაშვილის იზოლაცია? - შვიდი თვეა მესამე პრეზიდენტის სანახავად დეპუტატებს არ უშვებენ. პარტიის უმოქმედობამ უკვე ლევან ხაბეიშვილის მხარდამჭერებიც აალაპარაკა. ისინი არ მალავენ, რომ პარტია სააკაშვილისთვის დაწესებული უკანონო ბლოკადის გასარღვევად არაფერს აკეთებს.
ლიდერების ნაწილს ეჭვი აქვს, რომ სააკაშვილთან მისი გუნდის წევრების არ შეშვება მოქმედ ბოსებს აწყობთ, რადგან მესამე პრეზიდენტთან ინფორმაცია სრულად არ მივიდეს და იზოლაციაში ამყოფონ.
არსებობს მიმოწერა, სადაც სააკაშვილის იზოლაციაში მოქცევაზე ეჭვებს უკვე ხაბეიშვილის მხარდამჭერებიც გამოთქვამენ.
დეტალები ნახეთ, ნანუკა ქაჯიას რეპორტაჟში.