ივანიშვილი ერთადერთი ოლიგარქია, მაგრამ სხვა ადამიანებშიც არის სურვილი, რომ ოლიგარქები გახდნენ - მელია

25.07.23 21:14
ივანიშვილი ერთადერთი ოლიგარქია, მაგრამ სხვა ადამიანებშიც არის სურვილი, რომ ოლიგარქები გახდნენ - მელია

ბიძინა ივანიშვილი ერთადერთი ოლიგარქია, მაგრამ არის სურვილი სხვა ადამიანებში, რომ გახდნენ ოლიგარქები და მართონ კულუარულად სახელისუფლებო შტოები - ამის შესახებ ენმ-ს ყოფილმა თავმჯდომარემ ნიკა მელიამ "ტვ პირველზე" გადაცემა "რეაქციაში" განაცხადა.

ნიკა მელიას თქმით, ქვეყანაში გვყავს ადამიანები, რომლებსაც ქართული ოცნების მინაკიერების დამარცხება კი არა, არამედ, სახელებისა და გვარების ჩანაცვლება სურთ.

დღეს არის ერთადერთი ოლიგარქი, მაგრამ სინართლე ერთშია, რომ არიან ადამიანები, რომლებსაც ხელისუფლების, როგორც ქართული ოცნების მინაკიერების დამარცხება კი არ სურთ, არამედ, სახელებისა და გვარების ჩანაცვლება სურთ და ხვალ და ზეგ სამოვნებით გადაუსვამენ ხელს მურუსიძეს და ჩინჩალაძეს". - ამბობს მელია. 

ნიკა მელია ამბობს, რომ ბიძინა ივანიშვილის დამარცხების ფორმულა არის უკომპრომისო ბრძოლა.

ვიღაცას თუ ჰქონია, რომ ივანიშვილს ფულით დაამარცხებ, ეს ვერ მოხდება, იმიტომ, რომ შენზე მეტ ფულს დახარჯავეს. დაამარცხებ კონსტრასტული სხვაობით, სიმართლით, უკომპრომისობით, აქ ნამდვიალდ დამარცხდება". - ამბობს მელია.

მსგავსი სიახლეები