"ქვეყანაში მოოლიგარქო ტიპებმა განიზარახეს, რომ ვიღაცა ოპოზიციიდან იყიდონ" - მელია
ქვეყანაში მოოლიგარქო ტიპებმა განიზარახეს, რომ ვიღაცა ოპოზიციიდან იყიდონ, ვიღაცა ხელისუფლებიდან - ამის შესახებ ნიკა მელიამ " ტვ პირველის" პირდაპირ ეთერში, გადაცემა "რეაქციაში" განაცხადა.
ნიკა მელიას თქმით, ადამიანებს, რომლებსაც ბევრი ფული აქვთ, აქვთ თავიანთ ტელევიზია, ხალხს თავიანთ პირად ინტერესს ახვევენ ტავს და არა ეროვნულს.
გული მტკივა, ყველა ის პრობლემა, რომელიც ჩემს მიერ დასახელებული იქნება, უკავშირდება იმ მრუდე გზას, რომელსაც ადგას თითქოს ფსევდოპატრიოტი ესა თუ ის ადამიანი და სიტყვის მნიშვნელობას არ ატანს აზრს.
ვხედავ სიმართლის დეფიციტს. ვხედავ, რომ ქვეყანაში მოოლიგარქო ტიპები, რომლებსაც აქვთ ფული, მაგრამ არ აქვთ ხედვა, განიზარახეს, რომ მოდი რა, ყველას ვიყიდი, ვიღაცა ოპოზიციიდან უნდა ვიყიდო, ვიღაცა ხელისუფლებიდან, ამას აკეთებს ბიძინა ივანიშვილი. ეს ადამიანები ფიქრობენ, მოდი ფული გვაქვს, ბევრი ვილაპარკოთ, ტელევიზია გვაქვს, სხვასდასხვა ინტერესი გვაქვს და მოდი თავს მოვახვიოთ ჩვენი ინტერესი. ეს ეროვნული ინტერესი რომ იყოს, შეიძლება აიტანო, მაგრამ რომ ხედავ, რომ პერსონალური ინტერესია, ამშნ რისთვის ვარ პოლიტიკაში?" - ამბობს მელია.