პაპუაშვილმა ევროპარლამენტარები სააკაშვილთან შეხვედრის გამო გააკრიტიკა
"ქართული ოცნების" დეპუტატი, შალვა პაპუაშვილი, ევროპარლამენტარებს მიხელ სააკაშვილთან შეხვედრის გამო აკრიტიკებს. ამის შესახებ ის Twitter-ზე წერს.
ევროკავშირის გულში გასამართლებულ დამნაშავესთან შეხვედრა კანონის უზენაესობის სულისკვეთებას ნამდვილად არ გამოხატავს და ევროპის ადამიანის უფლებათა სასამართლოს შეურაცხყოფაა", - წერს პაპუაშვილი.
შეგახსენებთ, რომ მიხეილ საკააშვილმა ბრიუსელში ევროპარლამენტარებთან შეხვედრა გამართა. საქართველოს მესამე პრეზიდენტი ანდრიუს კუბილიუსს, ვიოლა ფონ კრამონს, მაიკ გალერის, ანა ფოტიგასა და სარიუშ ვოლსკის შეხვდა.