პარტიაში გამარჯვების შემდეგ, პარტიის ხლეჩვის გარდა არაფერი არ გაუკეთებიათ - მელია ხაბეიშვილზე

25.07.23 23:39
 პარტიაში გამარჯვების შემდეგ, პარტიის ხლეჩვის გარდა არაფერი არ გაუკეთებიათ - მელია ხაბეიშვილზე

 ნიკა მელია ამბობს რომ, ლევან ხაბეიშვილს გამარჯვების შემდეგ პარტიაში პარტიის ხლეჩვის გარდა არაფერი არ გაუკეთებია.

ენმ-ს ყოფილი თავმჯდომარე გადაცემა "რეაქციაში" ამბობს, რომ მას მომდევნო თავმჯდოამრის მსხგავსად, გამარჯვების შემდეგ პარტიიდან არავინ არ გაუყრია. 

პარტიაში გამარჯვების შემდეგ, რაც მე მივულოცე მას, პარტიის ხლეჩვის გარდა არაფერი გაუკეთებიათ. პოლიტიკური საბჭოდან ხალხის გაყრა, იგივე მირდატ ქამადაძე, ზურა მელიქიშვილი, ქალბატონი ხათუნა ოჩიაური პოლიტსაბჭოდან რატომ გამოშვეს. იგივე ნუგზარ წიკლაური და გიორგი პატარაია... რატომ? რას ემსახურებოდა? ადრე მე ხომ გავიმარჯვე ლევან ვარშალომიძესთან და წარმოიდგინეთ, მე რომ გამეყარა პოლიტიკური საბჭოდან ლევან ვარშალომძეც და ყველა ის მხარდამჭერრი, ვინც ვარშალომიძეს მხარი დაუჭირეს. აზრდაც არ გამივლია. ისედაც მტკივნეული პროცესია შიდა პოლიტიკური არჩევნები". - ამბობს ნიკა მელია. 

მსგავსი სიახლეები