შეურაცხყოფაა ენმ-ს ამომრჩევლისთვის, როცა პრემიერობის კანდიდატს პარტიაში ვერ პოულობ და ტრანსფერით შეძენილს ასახელებ - მელია
შეურაცხყოფაა ენმ-ს ამომრჩევლისთვის, როცა პრემიერობის კანდიდატს საკუთარ რიგებში ვერ პოულობ და ტრანსფერით შეძენილ ადამიანს ასახელებ - ამის შესახებ ნიკა მელიამ გადაცემა "რეაქციაში" განაცხადა.
ნაციონალურ მოძრაობას ლიდერი სჭირდება ბიძინა ივანიშვილის დასამარცხებლად და ესეც შეურაცხყოფა და დამცირებაა ნაციონალური მოძრაობის ამომრჩევლებისთვის, როდესაც პრემიერ-მინისტრობის კანდიდატად საკუთარ რიგებში ვერ პოულობ და ასახელებ პრაქტიკულად სხვა პარტიიდან ტრანსფერით მორიგ ჯერზე შეძენილ ადამიანს. მე ანატომიურად ვიცნობ ნაციონალურ მოძრაობას, მინდოდა სხვა გეზი, სხვა ხედვა, მინდოდა ის პოზიტივი დამეტოვებინა და ის ნეგატივი, რომლის რეინკარნირება ცნობილმა ადამიანებმა მოახერხეს, არ მინდოდა. პოლიტიკაში არ შეიძლება აფათურო ხელი, როდესაც ხელს უწვავ შენივე თანამებრძოლებს და ტვირთად აწვები. გული მტკივა, ვიოცნობ ამ ადამიანებს, ერთად ვიბრძოლეთ, რა არ გადავიტანეთდ ა ადღეს გრძნობენ, რომ პარტიაში დღეს ისეთი პროცესები მიმდინარეობს, რომელიც რწმენას კი არ აღვივებს, არამედ მოტივაციას აგდებს.არამგონია, ეს შემთვევით ხდებოდეს". - ამბობს ნიკა მელია.