"გავცეთ ყველა კითხვას პასუხი" - "ლელო" ნამახვანჰესთან დაკავშირებით მხარეებს პარლამენტში იბარებს

28.05.21 15:13
"გავცეთ ყველა კითხვას პასუხი" - "ლელო" ნამახვანჰესთან დაკავშირებით მხარეებს პარლამენტში იბარებს

"ლელოს" ლიდერი, მამუკა ხაზარაძე, ნამახვანჰესთან დაკავშირებით დაინტერესებულ მხარეებს პარლამენტში იბარებს. ამის შესახებ მამუკა ხაზარაძემ ბრიფინგზე განაცხადა. 

ეს პროექტი იქნება განხორციელებული საერთაშორისო, ძალიან მაღალი სტანდარტით. როცა საზოგადოებაში არსებობს ამდენი პასუხგაუცემელი კითხვა ერთი მხრივ და მეორე მხრივ საქართველოში ათეულობით 80-ზე მეტი ელექტრო, ჰიდრო და მსგავსი პროექტები არ განხორციელებულა, ეს მიუთითებს იმაზე, რომ "ოცნება" საერთოდ ვერ მართავს პროცესს. საუბარი იმაზე, რომ ნამახვანჰესი იქნება ჩვენი ელექტროდამოუკიდებლობა, შეიძლება საპირისპირო მივიღოთ, თუ ეს პოლიტიკა გაგრძელდება. 

ჩვენი მოწოდებაა, რომ ყველა მხარე მოვიდეს პარლამენტის შენობაში. ჩვენი ფრაქცია მას იწვევს, რომ ყოველგვარი ემოციების გარეშე საერთაშორისო ექსპერტების ჩართულობით გავცეთ ყველა კითხვას პასუხი. თუ ჩვენ ეს დღეს არ გავაკეთეთ, საბოლოოდ გავაფუჭებთ ყოველგვარ საინვესტიციო გარემოს საქართველოში. ჩვენი მოწოდებაა, რომ უახლოეს ხანში ჩვენ დავიბარებთ ყველა დაინტერესებულ მხარეს, რათა საერთაშორისო სტანდარტის დონეზე განხორციელდეს შეთანხმება" - თქვა მამუკა ხაზარაძემ. 

მსგავსი სიახლეები