ერთმანეთისგან არც ზნით და არც ქვეყნისადმი დამოკიდებულებით განსხვავდებიან - ვოლსკი ოპოზიციაზე
"ოცნების" წინასაარჩევნო პროპაგანდა - ხელისუფლება ისევ ამტკიცებს, რომ ყველა ოპოზიციური პარტია ენმ-ს მსგავსია. პარლამენტის ვიცე-სპიკერის, გიორგი ვოლსკის მტკიცებით, ოპონენტები ერთამენეთისგან არც ზნით, არც პათოსით და არც საკუთარი სამშობლოსადმი დამოკიდებულებით განსხვავდებიან.
ერთნი, ვინც ამბობენ, რომ წითელი ხაზია ნაცმოძრაობასთან ურთიერთობა, მათთვის მთავარია, რომ არ იყვნენ დასვრილი იმ სისხლში, რომლითაც ენმ დღემდე მოვიდა. მაგრამ არც ზნით, არც ჩვევებით და არც პათოსით არ განსხვავდებიან ენმ-გან და რაც მთავარია, თავისი დამოკიდებულებით საქართველოს მიმართ, - ამბობს ვოლსკი.