მარგველაშვილს მხოლოდ ის ეწყინა, 11 500 დოლარად როგორ დამახურდავეთო - მაჭარაშვილი
გურამ მაჭარაშვილი ამბობს, რომ ხაბეიშვილი-ვაშაძის ალიანსს არათუ "ხალხის ძალა", არამედ არცერთი ოპოზიციური პარტია არ აღიარებს. ივანიშვილის დაჯგუფების წევრი მეოთხე პრეზიდენტის შესახებაც საუბრობს და ამტკიცებს, რომ გიორგი მარგველაშვილს საკუთარი ქვეყნის წინააღმდეგ პროცესებშ მონაწილეობა არ გაუჭირდება.
არც „ლელო“ აღიარებს, არც გახარია აღიარებს, არც „ევროპული საქართველო“ აღიარებს, არავინ არ აღიარებს ვაშაძე- ხაბეიშილის გაერთიანებას და ჩვენ რა უფლება გვაქვს, რომ ვაღიაროთ? რაც შეეხება თავად მარგველაშვილს, მან ძალიან ალალად და გულრწფელად გვითხრა, რომ საკუთარი სამშობლოს წინააღმდეგ პროცესებში მონაწილეობა კი არ არის პრობლემა, უბრალოდ, მას ეწყინა, რომ 11 500-ად რატომ დამახურდავეთო, - ამბობს მაჭარაშვილი.