თუკი ვინმე "განაცდა", ეს, პირველ რიგში, თავად "ოცნებაა" - გახარიას გუნდში ხელისუფლების ბრალდებებს პასუხობენ

26.07.23 11:45
თუკი ვინმე "განაცდა", ეს, პირველ რიგში, თავად "ოცნებაა" - გახარიას გუნდში ხელისუფლების ბრალდებებს პასუხობენ

ხელისუფლების ბრალდებებს, თითქოს პარტია "საქარტელოსთვის" ენმ-ს მოკავშირეა, გიორგი გახარიას გუნდში პასუხობენ. მიხეილ დაუშვილის თქმით, თუკი ვინმე "განაცდა", ეს, პირველ რიგშ, თავად "ქართული ოცნება", რადგან ხელისუფლებამ "ნაციონალური მოძრაობის" ყველა მეთოდი გადააკოპირა.

ოპოზიციის წევრი "ოცნების" ბრალდებებს "ფეიკ კამპანიას" უწოდებს. მისი თქმით, აღნიშნული პროპაგანდა ცხადყოფს, რომ ხელისუფლება მათ მნიშნელოვან მეტოქედ აღიქვამს. 

თუკი ვინმეს ენმ-თან შეხების წერტილები აქვს და ენმ-ს ყველა მეთოდი გადააკოპირა და ამ მეთოდებით მუშაობს, ეს არის, პირველ რიგშ, „ქართული ოცნება“ და ეს უკვე ძალიან ბევრი ფაქტორიდან და ქმედებიდან ჩანს, რასაც ჩვენ ვხედავთ ყოველდღიურ რეჟიმში. ამიტომ, თუკი ვინმე "განაცდა", პირველ რიგში, ეს არის „ქართული ოცნება“. მეორე, ჩვენთვის „ნაციონალური მოძრაობა“ არის წითელი ხაზი. ეს ასე არის დღეს, ასე იქნება 2024-ში და ასე იქნება შემდგომაც. ჩენი „განაცების“ მცდელობა არის „ოცნების“ ფეიკ კამპანია და პროპაგანდის ნაწილი და მესამე, ამას რატომ აკეთებენ? ამას აკეთებენ იმიტომ, რომ მათ ზუსტად იციან, ვინ არის მათი ყვეალზე მნიშვნელოვანი მეტოქე და მოწინააღმდეგე, - ამბობს მიხეილ დაუშვილი. 

მსგავსი სიახლეები