"ჭორაობს" - გოროზიას პირველი პასუხი მელიას
ზაზა გოროზიას პასუხი ნიკა მელიას. ნაც მოძრაობის პოლიტსაბჭოს წევრიი ყოფილ თავმჯდომარეს სიცრუეში ადანაშაულებს. გოროზია, რომელსაც მელია დეპუტატ ინჯიასთან ფარულ კავშირებსა და მის სასარგებლოდ მოქმედებებში ადანაშაულებს, ამბობს რომ ინჯიასთან საერთო არაფერი აქვს. თუმცა ადასტურებს რომ პრორუსული ორიენტაციის პოლიტიკოსთან ნათელ-მირონობა აკავშირებს.
"ფრიდონ ინჯიასთან მე არანაირი ბიზნეს ურთიერთობა არ მაქვს. არც მქონია არასდროს და ის ჭორაობა არის აბსოლუტურად წარმოუდგენელი. რაც შეეხება ოჯახთან, მისი შვილი არის ჩემი შვილის ნათლია. ფრიდონ ინჯია არ მინახავს დაახლოებით 7-8 წელი. ცხოვრებაში ამასთან ბიზნესი არ მქონია, რასაც ნიკა მელია ჭორაობს და თუ რამე იცის, რომ მაქვს, გადაიბაროს და თავისი იყოს. ეტყობა ეს ანერვიულებს".- ამბობს გოროზია.
ნიკა მელიამ გადაცემა "რეაქციაში" ხმაურიანი განცხადება გააკეთა და თქვა, რომ ზაზა გორიზია ფრიდონ ინჯიას უახლოესი ადამიანი და ბიზნესპარტნიორია.