ტატო გურგენიძის განზრახ მკვლელობის მცდელობის ფაქტზე დაკავებული პირი, მწერალი დავით გაბისკირიაა

26.07.23 13:08
ტატო გურგენიძის განზრახ მკვლელობის მცდელობის ფაქტზე დაკავებული პირი, მწერალი დავით გაბისკირიაა

თბილისში ბიზნესმენის განზრახ მკვლელობის მცდელობის ფაქტზე დაკავებული პირი, მწერალი დავით გაბისკირიაა.  მას ედება ბრალად სამშენებლო კომპანია "ტაგი ჯგუფის" მფლობელზე შეიარაღებული თავდასხმა.  გაბისკირია მუსიკალური საღამოების ერთ ერთი ორგანიზატორი იყო. "პირველები" არკვევს, რა კვეთა ჰქონდა მას "ტაგი ჯგუფის" მფლობელთან რაც სისხლიანი გარჩევით და შეიარაღებული თავდასხმით დასრულდა.  

ოჯახის წევრები ამბობენ, რომ მომხდართან დაკავშირებით ტატო გურგენიძეს კითხვებს არ უსვამენ, რადგან პრირორიტეტი ახლა მხოლოდ მისი ჯანმრთელობაა. 

არაფერ შუაში არ არის ბიზნესი. ის არის ჩეულებრივი მესამე პირი. აზრზე არ ვარ, წარმოდგენა არ მაქვს, ტელევიზიით ვიგებთ ყველაფერს. ყველაფერი თავისტავად გაირკვევა. ახლა ოჯახს პრიორიტეტად გვაქვს ჩემი ძმის ჯანმრთელობის მდგომარეობა, - ამბობს ტატო გურგენიძის და "პირველებთან". 

მომხდარ ფაქტზე გამოძიება ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებისა და იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარების მუხლებით დაიწყო.

თბილისში 38 წლის ბიზნესმენი  გუშინ ჩაცხრილეს.  "ტაგი გრუპის" მეწილეს და დირქტორს ხუთი ტყვია ესროლეს. 

მსგავსი სიახლეები