მიუღებელია ნებისმიერ იმ ადამიანთან თანამშრომლობა, რომელიც ფრიდონ ინჯიას მოკავშირეა - მილორავა გოროზიაზე
ენმ-ს აქტივისტი ალექსანდრე მილორავა, რომელიც გიორგი მუმლაძის საარჩევნო შტაბის წარმომადგენელი იყო, ნიკა მელიას მიერ გაკეთებული ხმაურიანი განცხადებების შემდეგ ამბობს, რომ პარტიისთვის მიუღებელია ნებისმიერ იმ ადამიანთან თანამშრომლობა, რომელიც ფრიდონ ინჯიას მოკავშირეა.
მილორავა პირდაპირ აცხადებს, რომ რუსეთის კრემლის და კგბ-ს აგენტებთან ნებისმიერი ტიპის თანამშრომლობა, ბიზნესპარტნიორობა იქნება ეს თუ მითუმეტეს საარჩევნო გარიგებებში შესვლა, ქვეყნის მოღალატეობაა.
"ჩვენთვის მიუღებელი არის ნებისმიერ იმ ადამიანთან თანამშრომლობა, რომელიც არის ფრიდონ ინჯიას მოკავშირე. ფრიდონ ინჯიამ ჩვენ კარგად გვახსოვს, რომ პარლამენტში უნდოდა დაერეგისტრირებინა საგამოძიებო კომისიისა 2008 წლის ომთან დაკავშირებით და ამით თითქოს გამოეკვეთა საქართველოს დამნაშავეობა რუსეთთან მიმართებაში და ასევე მთავარსარდალს მიხეილ სააკაშვილის და თავდაცვის მინისტრის დავით კეზერაშვილის დამნაშავეობა ამ ომში. რუსეთის კრემლის და კგბ-ს აგენტებთან ნებისმიერი ტიპის თანამშრომლობა, ბიზნესპარტნიორობა იქნება ეს თუ მითუმეტეს საარჩევნო გარიგებებში შესვლა, არის ამ ქვეყნის მოღალატეობა. მან თქვა, რომ ის არ არის საჯარო პოლიტიკაში, რაც რეალურად არის სიცრუე და ის არის ნაციონალური მოძრაობის პოლიტიკური საბჭოს წევრი, არათუ პოლიტიკური საბჭოს წევრი, რუსეთთან გარიგებაში მყოფი ადამიანები ოპოზიციის რიგებშიც კი არ უნდა ირიცხებოდნენ" - ამბობს ალექსანდრე მილორავა.
ნიკა მელიამ გადაცემა "რეაქციაში" ხმაურიანი განცხადება გააკეთა და თქვა, რომ ზაზა გორიზია ფრიდონ ინჯიას უახლოესი ადამიანი და ბიზნესპარტნიორია.
ენმ-ს ყოფილმა ტავმჯდომარემ ასევე განაცხადა, რომ არჩევნების დროს, ზაზა გორიზიასა და ფრიდონ ინჯიას შეთანხმებით ნაციონალური მოძრაობის კანდიდატების ნაცვლად სამეგრელოს სოფლებში ინჯიას პარტიის წარმომადგენლები დააყენეს.