ოდიშარია გახარიას ნაციონალურ მოძრაობასთან თანამშრომლობაში ადანაშაულებს
ოპოზიციური პარტიები, რომლებიც წინასაარჩევნოდ ნაციონალური მოძრაობისგან დისტანცირებას ცდილობს, ხელისუფლების მთავარი სამიზნეა.
კობახიძის გუნდი ებრძვის გიორგი გახარიას და მამუკა ხაზარაძეს.
ოდიშარია გახარიას ნაციონალურ მოძრაობასთან თანამშრომლობაში ადანაშაულებს. დეპუტატის მტკიცებით, "ლელო" ენმ-თან ერთად ძალიან აქტიურად აჯანჯღარებდა ჩვენს ქვეყანას:
რაც შეეხება გახარიას, მან ყველა ძალისხმევა იხმარა სადაც კი ხელი მიუწვდა, რომ საქართველოს რეგიონებში საკრებულოებში თავმჯდომარეები გამხდარიყვნენ ენმ-ს წევრები. ჩვენ ძალიან კარგად გვახსოვს, რომ „ლელო“ 2020-ში ენმ-თან ერთად ძალიან აქტიურად აჯანჯღარებდა ჩვენს ქვეყანას, - თქვა დეპუტატმა.