ნიკა მელია დეპრესიაშია - ლევან ხაბეიშვილი

26.07.23 14:04
ნიკა მელია დეპრესიაშია - ლევან ხაბეიშვილი

ლევან ხაბეიშვილი ამბობს, რომ ნიკა მელია დეპრესიაშია. ენმ-ს ახალმა თავმჯდომარემ ყოფილი თავმჯდომარის მიერ "რეაქიააში" გაკეთებულ განცხადებებს მოთქმა-წუწუნი და ჯუჯღუნი უწოდა და ტქვა, რომ ამ საეთერო დროის ბევრად ეფექტურად გამოყენება შეიძლებოდა.

ხაბეიშვილი ამბობს რომ ნიკა მელია კობახიძის, ზარქუას და პოსტივის მესიჯბოქსით საუბრობს.

"ერთი ადამიანის რაღაცნაირად ჯუჯღუნზე, წუწუნზე, მის პირად პრობლემებზე მოთქმა, არ არის ჩემთვის საინტერესო და არ მგონია, რომ ხალხისთვისაც. აი ამ საეთერო დროის გამოყენება ბევრად ეფექტურად შეიძლება, მათ შორის ჩვენი ხალხის პრობლემებზე რომ ისაუბრონ ადამიანებმა, მათ შორის პოლიტიკოსებად ვინც თვლიან თავს და მითუმეტეს მხარდაჭერა სჭირდებათ ხალხის და არა საკუთარი პრობლემები მოყვნენ რამდენიმე საათს განმავლობაში.

ურთულესი საყურებელია კონკრეტული ადამიანის წუწუნის, მოთქმის და ჯუჯღუნის ყურება. წარმოუდგენელია ერთი და იგივე წუწუნით გინდოდეს ხალხის მხარდაჭერის მოპოვება. ასე არ გამოვა, ამიტომ კონკრეტულმა ადამიანებმა მიიღონ ეს გზავნილი. ავტომობილს ზეთის გამოცვლა სჭირდება, რომ ძრავი არ გაჩერდეს და თუ ასე გააგრძელებს მუდმივად ერთი მისი პრობლემის მოყოლას, ეს უფრო გააღრმავებს მის დეპრესიას. თქვენ რასაც მეკითხებით ახლა, რომ არ დამიზუსტოთ ვინ ისაუბრა ეს ტექსტი, აუცილებლად გეტყოდით, რომ ეს განცხადება გააკეთა კობახიძემ, ზარქუამ, ან პოსტივიზე გავიდოდა ან ტელეკომპანია იმედზე და რომ მეუბნებით, რომ ეს გააკეთა ნაციონალური მოძრაობის ყოფილმა თავმჯდომარემ. ეს მხოლოდ წუხილს აღძრავს ჩემში და ვწუხვარ გულწრფელად ამის გამო, რომ კობახიძის, ზარქუას, პოსტივის ნარატივებით სფიჩებით და მესიჯბოქსით საუბრობს კონკრეტული ადამიანი, გულწრფელად ვწუხვარ, რაც უფრო მეტს გააღრმავებს გაუღრმავდება დეპრესია" - ამბობს ლევან ხაბეიშვილი.

ნიკა მელიამ გუშინ "რეაქციაში" ხმაურიანი განცხადებები გააკეთა და თქვა, რომ პარტიამ მესამე პრეზიდენტი ორმაგ ტყვეობაში მოაქცია. მელია, რომელსაც ხაბეიშვილი უმოქმედობაში ადანაშაულებდა, ფიქრობს, რომ ახლა ვივა მედის საკნად ქცეული პალატის პაციენტს პატიმარს მორალურად ამარცხებენ. მელია ეჭვქვეშ აყენებს მესამე პრეზიდენტის სოცუიალურ ქსელში გამოქვეყნებულ განცხადებებსაც. რადგან ნაც მოძრაობის ყოფილი თავმჯდომარე ფიქრობს, რომ სააკაშილამდე ინფორმაციები არასწორად მიდის. 

მსგავსი სიახლეები