"გულის ფანქცალით ველოდები, რა ნამუსით შემოდიან" - ალეკო ელისაშვილი ,,ენმ"-ზე

28.05.21 15:23
"გულის ფანქცალით ველოდები, რა ნამუსით შემოდიან" - ალეკო ელისაშვილი ,,ენმ"-ზე

"მოქალაქეების" ლიდერი, ალეკო ელისაშვილი, ამბობს, რომ "ნაციონალური მოძრაობა" პარლამენტში გაბანძებული შედის. 

გულის ფანცქალით ველოდები, რომ თვალებში ჩავხედო, რა ნამუსით შემოდიან, ძალიან მაინტერესებს. ეხლა ეგენი ბჭობენ იმაზე კი არა, შემოვიდნენ თუ არა, ძალიან გაბანძებულები შემოვიდნენ თუ არა, არაფერი მაქვს მათთან სათქმელი, არც პოლიტიკური პრაგმატიზმი აღმოაჩნდათ, არც ალღო, არც შესაბამისი სიყვარული ამ ქვეყნის. სცადეს, იქნება რევოლუცია გამოსვლოდათ და კი არიან ეხლა თავჩაქინდრული", - ამბობს ელისაშვილი. 

შეგახსენებთ, რომ "ნაციონალური მოძრაობა" პარლამენტში შესვლასთან დაკავშირებით გადაწყვეტილებას პოლიტსაბჭოს სხდომაზე მიიღებს. 

მსგავსი სიახლეები