საქართველოს ეკონომიკური ექსპანსია გრძელდება - ვასო ურუშაძე რუსეთთან საკრუიზო მიმოსვლაზე
ვიქეცით რუსეთის უკანა ეზოდ, - ასე აფასებს რუსეთთან საკრუიზო მიმოსვლის აღდგენას ენმ-ს წევრი ვასო ურუშაძე. ოპოზიციის წევრი ამბობს, რომ რუსეთი საქართველოს ეკონომიკურ ექსპანსიას განაგძრობს და ქვეყენას ოკუპანტების ინტერესების გასატარებლად იყენებენ.
გრძელდება განსაკუთრებით დიდი მასშტაბებით საქართველოს ეკონომიკური ექსპანსია და ჩვენ, რეალურად, ვიქეცით რუსეთის უკანა ეზოდ ერთგვარ გუბერნიად, რომელიც გამოყენებულია მხოლოდ და მხოლოდ რუსეთს ინტერესების გასატარებლად, - ვასო ურუშაძე.
საჰაეროს შემდეგ ოკუპანტ ქვეყანასთან საკრუიზო მიმოსვლაც დაიწყო. სოჭიდან გამოსულ ლაინერს ბათუმში ხვალ ელოდებიან. "ასტორია გრანდეს" შავი ზღვის სანაპიროზე ასობით რუსეთის მოქალაქე მოჰყავს. ამ ამბით რუსული მედია უკვე აჭრელებულია.