პრობლემას რატომ ხედავთ? - გურამ მაჭარაშვილი რუსეთთან საკრუიზო მიმოსვლაზე

26.07.23 13:39
პრობლემას რატომ ხედავთ? - გურამ მაჭარაშვილი რუსეთთან საკრუიზო მიმოსვლაზე

რუსეთთან საკრუიზო მიმოსვლის აღდგენაში "ხალხის ძალის" ლიდერი გურამ მაჭარაშვილი პრობლემას ვერ ხედავს. ივანიშვილის დაჯგუფების წევრი ამტკიცებს, რომ მსოფლიოს მასშტაბით ტურისტული მიზნით მილიონობით რუსი შედის, თუმცა საქართველოს მსგავსად ამას არავინ აპროტესტებს. 

მსოფლიოს, მათ შორის, ევროპის ტერიტორიებზე და შეერთებული შტატების ტერიტორიებზე, მათ შორის, ტურისტული მიზნით შედის მილიონებით და შეიძლება ათეულობით მილიონობით რუსეთის მოქალაქე, რაზეც ჩვენ არცერთი საერთაშორისო სააგენტოდან არ მოგვისმენია არანაირი პროტესტი და არცერთი სახელმწიფოსგან და რატომღაც საქართველოში ე.წ. კრიტიკულ მედიას აქვს ეს ამოჩემებული, რომ რუსეთის მოქალაქე ამდენი შემოდის. რუსეთი ებრძვის უკრაინას მარტო საქართველოსთვის?! დანარჩენი ევროპისთვის, სადაც მილიონობით რუსეთის მოქალაქე შედის ამავდროულად ტურისტული მიზნით და ხან ბიზნესის გასაკეთებლად და ეს ფაქტებია იქ თუ ეს პრობლემა არ არის, თქვენ აქ პრობლემას რატომ ხედავთ?! უკრაინასაც კი არ გაუწყვეტია სავაჭრო ურთიერთობა რუსეთის ფედერაციასთან, - გურამ მაჭარაშვილი.

მსგავსი სიახლეები