თუ „ნაცების“ ძებნა უნდათ, საკუთარი პარტიიდან დაიწყონ - საბა ბუაძე "ოცნებაზე"
"ღიმილის მომგვრელია", - ასე პასუხობს "ლელოს" წევრი საბა ბუაძე "ოცნების" ბრალდებებს, რომელიც ამტკიცებს, რომ მთელი ოპოზიცია ენმ-ს მოკავშირე და თანამოაზრეა.
ოპოზიციის წევრი ხელისუფლებას ახსენებს, რომ "ოცნების" ბევრი წევრი მათ პარტიაში სწორედ ენმ-დან მოხვდა.
პოლიტიკური პარტია, რომლის ლიდერშიფშიც არიან ნაცმოძრაობიდან პორტირებული უსინდისო, უბიოგრაფიო ადამიანები, მინისტრის მოადგილეები, ადეიშვილის თანაშემწეები, ყოფილი დეპუტატები და მთელი ბინძური დავალებების შემსრულებელი პლეადა, ნამდვილად ღიმილის მომგვრელია იმის მოსმენა, რომ თურმე ყველა „ნაცია“. თუ „ნაცების“ ძებნა უნდათ, დაიწყონ საკუთარი პარტიიდან და დაიწყონ ივანიშვილიდან, რომელიც 2007 წლის 7 ნომებრის შემდეგ ვანო მერაბიშვილს აგულიანებდა და მხარს უჭერდა 2010 წლის ჩათვლით, - ამბობს საბა ბუაძე.