ოპოზიცია ენმ-თან არ ერთიანდება მხოლოდ იმიტომ, რომ ხაბეიშვილს ლიდერად ვერ აღიქვამს - მაჭარაშვილი

26.07.23 13:51
ოპოზიცია ენმ-თან არ ერთიანდება მხოლოდ იმიტომ, რომ ხაბეიშვილს ლიდერად ვერ აღიქვამს - მაჭარაშვილი

"ხალხის ძალის" ლიდერი გურამ მაჭარაშვილი ირწმუნება, რომ ოპონენტები ენმ-თან მხოლოდ იმიტომ არ ერთიანდებიან, რომ ხაბეიშვილის ლიდერობას არ ეთანხმებიან. ივანიშვილის დეპუტატი "ოცნების" მსგავსად ამტკიცებს, რომ ოპოზიციური პარტიებს ერთმანეთის მსგავსი შეხედულებები აქვთ და საქართველოს წინააღმდეგაც ერთობლივად მოქმედებენ. 


ამბიციური პიროვნებაა ხაზარაძე, ასევე გახარია, ასევე შეიძლება „დროას“ ლიდერი თუ „ევროპული საქართველოს“ ლიდერები, ეს მოწმობს იმაზე, რომ ნაცმოძრაობასთან, ამ შემთხვევაში ხაბეიშვილთან, ისინი ვერ იქნებიან იმიტომ, რომ ხაბეიშვილს ვერ აღიქვამენ ლიდერად, ეს არის აქ განსხვავება, თორემ მათი შეხედულებები რომ ყოფილიყო განსხვავებული, ისინი მათთან ერთად არც საკრებულეობში შექმნიდნენ კოალიციებს, რაც შექმნეს, არც პარლამენტში დაუჭერდნენ ერთმანეთს  მხარს საქართველოს საწინააღმდეგო გადაწყვეტილებებში, - ამბობს გურამ მაჭარაშვილი.
 

მსგავსი სიახლეები