"ოცნების" პროპაგანდაა, რომ ყველა ერთ ქვაბში მოხარშოს - მანჯგალაძე

26.07.23 13:57
"ოცნების" პროპაგანდაა, რომ ყველა ერთ ქვაბში მოხარშოს - მანჯგალაძე

"ოცნების" პროპაგანდაა, რომ ყველა ერთ ქვაბში მოხარში, - ასე აფასებს "სტრატეგია აღმაშენებლის" წევრი პაატა მანჯგალაძე ხელისუფლების ბრალდებებს. ოპოზიციის წევრის თქმით, საქართელოს მოსახლეობას არჩევანი აქვს გასაკეთებელი პროდასავლურ ოპოზიციასა და პრორუსულ ხელისუფლებას შორის. 

პროპაგანდაა, რომ ყველა ერთ ქვაბში მოხარშოს. პირდაპირ ვიტყვი, რუსი ირაკლი კობახიძე რას იტყვის და რუსი ირაკლი ღარიბაშვილი, ჩემთვის არსებითი მნიშვნელობა არ აქვს. საქართველო არის გადასარჩენი, ჩვენ არ ავპირებთ რუსული სერგი ორჯონიკიძის სახელობის უნივერსიტეტის გახსნას, ესენი აპირებენ ამას, ესენი აპირებენ რუსეთს ჩააბარონ საქართველო, რუსულ ჭაობში ჩაახშონ ჩვენი მომავალი, ჩვენ ვაპირებთ საქართველოს თავისუფლებისთვის ბრძოლას. ოპოზიცია ნებისმიერი პროდასავლური ნიშნავს ევროპას და მშვიდობას, „ქართული ოცნება“ -რუსეთი ნიშნავს ომს. აი, ასეთი არჩევანი გვაქვს გასაკეთებელ, - ამბობს პაატა მანჯგალაძე. 

მსგავსი სიახლეები