ექსკლუზივი: ვინ არიან ტერორისტულ ორგანიზაციასთან კავშირის ბრალდებით დაკავებულები

26.07.23 14:02
ექსკლუზივი: ვინ არიან ტერორისტულ ორგანიზაციასთან კავშირის ბრალდებით დაკავებულები

"პირველებმა"  ტერორისტულ ორგანიზაციასთან კავშირის ბრალდებით დაკავებულების ვინაობა დაადგინა - სპეცოპერაციის შედეგად, ხელბორკილები ედგარ აბასოვსა და მურად თავართქილაძეს დააეს. 

"პირველებისთვის" მოწოდებული ინფორმაციით, მურად თავართქილაძე წარსულში მუქარის ბრალდებით იყო დაკავებული. მან ციხე ცოტა ხნის წინ დატოვა, თუმცა ქვეყნოდან გასვლის უფლება არ ჰქონია. 

ეჭვმიტანილი სიღნაღიდან გამთენიისას აიყვანეს, თუმცა ადვოკატები ამტკიცებენ, რომ მათ მის წინააღმდეგ მტკიცებულებები არ არსებობს. მათი თქმით,   ჩხრეკას ოჯახის წევრები არ დასწრებიან. უფლებადამცველების თქმით,  ამოღებული ნივთები მტკიცებულებად ვერ ჩაითვლება. 

ჯერ ოფიციალურად მას, რამდენადაც ჩემთვის ცნობილი არის ბრალი არ აქვს წარდგენილი და როდესაც შევხვდები ჩემი დაცვისქვეშმყოფს უფრო სხვა დეტალებთან დაკავშირებით შემდგომ შემიძლია მოგახსენოთ. წარსულში თუ არის ნასამართლევი ამასთან დაკავშირებით მე ჯერ ჯერობით ვერაფერს ვერ გეტყვით. საქართველოდან სურდა წასვლა მაგრამ ჩემთვის რამდენადაც არის ცნობილი ვერ მივდივარო, მაგრამ ასე კონკრეტულად რის გამო და ა.შ> ეს არ ვიცი. ცხოვრობდა სიღნაღის რაიონის სოფელ ერისიმედში, სხვა დეტალები რომ კონკრეტულად რა საქმიანობას ახორციელებდა ჩემთვის უცნობია" - ამბობს თავართქილაძის ადვოკატი, ნატალია წიკლაური.

მასშტაბური სპეცოპერაციაა ერთდროულად ორი რეგიონის ოთხ ქალაქში ჩატარდა. ხელბორკილები ორ ადამიანს დაადეს. ორივე მათგანი საქართველოს მოქალაქეა. სუს-ის ცნობით, დაკავებულები ტერორისტულ ორგანიზაციასთან იყვნენ კავშირზე. 

ოფიციალური განცხადების თანახმად, დაკავებების შემდეგ, დაკავებულების სახლებიდან საბრძოლო მასალასა და ისლამური სახელმწიფოს სიმბოლიკა, ჩიპები და ასაფეთქებელი ნივთიერებები ამოიღეს. 

 

მსგავსი სიახლეები