"ტრაგიკომედიაა" - გახარიას გუნდი ოდიშარიას პოლიტიკურ წარსულს ახსენებს

26.07.23 14:09
"ტრაგიკომედიაა" - გახარიას გუნდი ოდიშარიას პოლიტიკურ წარსულს ახსენებს

გახარიას გუნდის წევრი ბერდია სიჭინავა ბექა ოდიშარიას ბრალდებებს "ტრაგიკომედიას" უწოდებს და "ოცნების" დეპუტატს პოლიტიკურ წარსულს ახსენებს. ოპოზიციონერი ამბობს, რომ ოდიშარია წინა ხელისუფლების პერიოდში მტაწმინდის "ნაცების" შტაბის უფროსი იყო. 

დეპუტატი ბექა ოდიშარია საუბრობს გახარიას გუნდის „ნაცებთან“ თანამშრომლობაზე. ტრაგიკომედიაა პირდაპირ.

ბექა ოდიშარია ხომ იცით ვინაა? მთაწმინდაზე „ნაცების“ შტაბის უფროსი რომ იყო გეგენავას მაჟორიტარობისას, - წერს ბერდია სიჭინავა. 
 

ხელისუფლების სამიზნე დღეს გიორგი გახარიას გუნდი გახდა. "ოცნება" დილიდან ამტკიცებს, რომ ექსპრემიერის გუნდი ენმ-თან თანამშრომლობს. 

მსგავსი სიახლეები