"საქართველოს "ორბანიზაცია" - "ოცნებაში" უნგრეთის პრემიერის იდეოლოგია მოსწონთ
"საქართველოს "ორბანიზაცია" - "ოცნებაში" უნგრეთის პრემიერის იდეოლოგია მოსწონთ.
ანრი ოხანაშვილი ამბობს, რომ კონსერვატიულ ღირებულებებზე დაფუძნებით პოლიტიკის გატარება საქართველოს ევროპასთან არათუ აშორებს, არამედ კონკრეტულად ამ ღირებულების მატარებელ პარტიებთან აახლოებს.
"კონსერვატიულ ღირებულებებზე დაფუძნებით პოლიტიკის გატარება არაერთ ევროპულ ქვეყანაში არის დღისწესრიგი, შესაბამისად ჩვენ თუ კონკრეტული ღირებულებების ქვეყნის ეროვნული ინტერესების და ა.შ. ღირებულების დაფუძნებით კონკრეტულ პოლიტიკას გავატარებთ ეს ევროპასთან არათუ გვაშორებს, არამედ კონკრეტულ ამ ღირებულების მატარებელ პარტიებთან გვაახლოებს. კონსერვატიული ღირებულებები არ არის უცხო ევროპისთვის და არაერთი პარტიაა დაფუძნებული ამ ღირებულებებზე ევროპაში, შესაბამისად ჩვენც თუ ამ ღირებულებების მქონე პარტიებთან ვითანამშრომლებთ გამოდის რომ ევროპას ვერ დავშორდებით, პირიქით ვუახლოვდებით" - ამბობს ანრი ოხანაშვილი.
როგორ გადაიქცა ირაკლი ღარიბაშვილი ორბანის მთავარ მოკავშირედ? ბიბისი-ს მიერ საქართველოს შესახებ გამოქვეყნებული სტატია განგაშის საფუძველი ხდება.
საქართველოს "ორბანიზაცია". როგორ აირჩია ქვეყანამ უნგრეთის კონსერვატიული პოპულიზმი ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე - ამ სათაურით სტატიას BBC-ის რუსული ბიურო აქვეყნებს. სტატიის ავტორი წერს, რომ საქართველოს ხელისუფლებისთვის, დასავლეთთან და უკრაინასთან ურთიერთობის გაციების ფონზე, უნგრეთი, როგორც ჩანს, მთავარი თანამოაზრეა ევროკავშირში.
გამოცემა წერს, რომ უნგრეთის პრემიერმინისტრი ვიქტორ ორბანი, რომელსაც ევროპაში თავისუფლების შეზღუდვისა და პუტინთან მეგობრული ურთიერთობების გამო აკრიტიკებენ, საქართველოს ამჟამინდელი ხელმძღვანელობისთვის მოსახერხებელი პარტნიორია.