დაესწრება თუ არა სააკაშვილი დღევანდელ სასამართლოს? - სხდომაზე 7 ნოემბრის საქმეზე იმსჯელებენ
რამდენიმე წუთში საქალაქო სასამართლოში მიხეილ სააკაშვილის სასამართლო პროცესია ჩანიშნული. დღევანდელ სხდომაზე 7 ნოემბრის საქმეზე იმსჯელებენ. დღეს უნდა გადაწყდეს, მოსამართლის შეცვლის შემდეგ, თავიდან დაიწყება თუ არა საქმის ყველა მთავარი მოწმის გამოკითხვა.
ამ დრომდე უცნობია, მოახერხებს თუ არა მესამე პრეზიდენტი სხდომაზე დისტანციურად ჩართვას, რადგან ადვოკატ შოთა თუთბერიძის თქმით, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა და ექიმებიც არ გასცემენ მესამე პრეზიდენტის სხდომაზე დასწრების რეკომენდაციას.
დღევანდელ პროცესზე მიხეილ სააკაშვილი მოახერხებს თუ არა დასწრებას, ეს კითხვა ჯერ კიდევ პასუხგაუცემელია, თუმცა ჩემი ინფორმაციით, რაც ამ დილით მოწოდებულ ინფორმაციას ეყრდნობა, მისი მდგომარეობა საკმაოდ ცუდია და სავარაუდოა, რომ თუ რამე არ შეიცვალა, ის ვერ შეძლებს პროცესში მონაწილეობის მიღებას. როგორც ვიცით, საავადმყოფოც არ გასცემს მისი პროცესში მონაწილეობის რეკომენდაციას, თუმცა შეიძლება ეს მონაცემი პროცესის დაწყების წინ შეიძლება შეიცვალოს. რა შეეხება თავად განხილვის საგანს, დღევანდელ პროცესზე, ძირითადი პროცესი, რაც უნდა გადაწყვიტოს სასამართლომ, არის საქმის დაბრუნება მტკიცებულებათა გამოკვლევის ეტაპზე. როცა ამგვარ სტანდარტზეა დადგენილი, როემლიც მკაცრად არის დადგენილი ევროსასამართლოს მიერ, საქართველოში არ მახსენდება, ყოველშემთხვევაში ჩემს პრაქტიკაში არცერთი შემთხვევა, როცა მოსამართლემ უგულებელყო ეს სტანდარტი. შესაბამისად, ამ შემთხვევაშიც ვფიქრობ, რომ საქმე დაბრუნდება მტკიცებულებების გამოკვლევის ეტაპზე". - ამბობს შოთა თუთბერიძე.
პროცესი საქალაქო სასამართლოშ ზუსტად 4 საათზეა ჩანიშნული.