ქართული ეკონომიკის ოკუპაცია - ხაბაროვსკის მანქანათმშენებელი ქარხანა ტექნიკას საქართველოში გაყიდის

26.07.23 15:33
ქართული ეკონომიკის ოკუპაცია - ხაბაროვსკის მანქანათმშენებელი ქარხანა  ტექნიკას საქართველოში გაყიდის

30 წლის შემდეგ პირველად ხაბაროვსკის მანქანათმშენებელი ქარხანა  ტექნიკას საქართველოში გაყიდის. პირველი შეკვეთა ოკუპანტ ქვეყანაში  უკვე მიიღეს. რუსული პროგანდისტული გამოცემა "ტასსი"იტყობინება, რომ საქართველოში აზოტის აირის გენერატორები გამოიგზავნება, რომელიც ქიმიურ ქარხანას მინერალური სასუქიის წარმოებისთვის სჭირდება. საქართველო ხაბაროვსკის ქარხნის კლიენტი ბელარუსის, ბულგარეთის და ინდოეთის შემდეგ ხდება.

ოპოზიცია ფაქტს საგანაგაშოს უწოდებს. "ლელოს" წევრი თამაზ დათუნაშვილი ამბობს, რომ ხელსუფლება ქართულ ბიზნესს რუსულ ტყვეობაში ამყოფებს. 

თუ დადასტურდა ამ ტრანზაქციის სინამდვილე, ეს კიდევ ერთი მაგალითია იმის, როგორ ხდება ის სფეროებიც კი, რომელსაც უკვე ნაპოვნი აქვს თავისი ბაზარი სხვა ქვეყნებში გარდა რუსეთისა და რუსეთთან დაკავშირებული ქვეყნებისა, ისეთ სფეროებსაც დღეს ვკიდებთ რუსული დამოკიდებულების ქვეშ. მთელი ქართული ეკონომიკა, რომელიც არის ნომინილური და ძალიან მარტივია ამის ჩამოკიდება რომელიმე კონკრეტულ ქვეყანაზე, დღეს ხვდება რუსულ ტყვეობაში. დივერსიფიცირებული სექტორებიც კი, რომელსაც ტრადიციული ბაზარი უკვე 30 წელია რუსეტში არ აქვს. ამიტომ საგანგაშო ვითარებაა ეს, - ამბობს თამაზ დათუნაშვილი.

"სტრატეგია აღმაშენებლის" წევრი პაატა მანჯგალაძე მიიჩნევს, რომ ქართული ეკონომიკის რუსეთზე ჩამოკიდება ჰიბრიდული ომის ნაწილია. მისი თქმით, ხელისუფლებას ცდილობს, როგორც საბჭოთა კავშირის დროს, ქვეყანა სრულად რუსეთზე დამოკიდებული გახადოს. 

ეს არის ჰიბრიდული ომის ნაწილი, რომ ქართველებს ჩააგონონ, რომ რუსეთი მტერი კი არ არის, ჩვენი ეკონომიკური კეთიულდღეობის მტავარი წყაროა. ამაზე საუბრობს პრემიერ-მინისტრი. უნდათ, რომ საქართველო უფრო დამოკიდებული გახადონ რუსეთზე, როგორც საბჭოთა კავშირის დროს იყო და მერე გამოგვაცხადონ, თავისუფლებას რომ ითხოვთ, პური საიდან მოვიტანოთ, საჭმელი საიდან შემოვა, ეკონომიკა საიდან შემოვა?, - ამბოლბს პაატა მანჯგალაძე. 

"ქართული ოცნება" კი ამტკიცებს, რომ აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას არ ფლობს. ანრი ოხანაშვილი ირწმუნება, რომ რუსული წყაროების მისთის სანდო არ არის. 

ისეთ რაღაცაზე მესაუბრებით ჩემგან შორს არის ეს საკითხები. რარაცა ქარხანამ, მეუბნებით, რომ არ ვიცი ეს მართლა მოხდა თუ არა, არღაც შეკითხვა სადღაც გააგზავნა. არ ვიცი, რუსულ მედიას რატომ ეყრდნობით, გამოითხოვეთ ინფორმაცია, მე რუსულ მედიას სარწმუნო წყაროდ არ ვიღებ, - ამბობს ანრი ოხანაშვილი.  

მსგავსი სიახლეები