არეულობა ათენის სადეპორტოში - ქართველი ემიგრანტები დახმარებას ითხოვენ (უმძიმესი ვიდეო)
ქართველები საფრთხის ქვეშ - ათენში, სადეპორტაციოო ბანაკებში მყოფი საქართველოს მოქალაქეები დახმარებას ითხოვენ.
როგორც "პირველებს" ერთ-ერთი ემიგრანტი უყვება, ბოლო ინფორმაციით, საემიგრაციოში 30 - მდე საქართველოს მოქალაქე იმყოფება და მათ სიცოცხლეს საფრთხე ემუქრება, რადგან სამართალდამცავებმა მათ წინააღმდეგ ცრემლსადები გაზი გაუშვეს.
ემიგრანტების მტკიცებით, ყველაფერი მას შემდეგ დაიწყო, რაც ადგილ პაკისტანის მოქალაქე გარდაიცვალა, ადმინისტრაცია კი გვამის გადამალვას ცდილობდა. ფაქტს ხმაური და დაპირისპირბა მოჰყვა, ისმოდა სროლის ხმაც.
"პირველების" ინფორმაციით, მენიდში ამიგდალეზაზე მყოფი საქართველოს მოქალაქეები საბერძნეთში არსებული საკონსულოს უკავშირდებიან, თუმცა დიპლომატიური სამსახური არ რეაგირებს.
საბერძნეთში, ათენში კერძოდ მენიდში ამიგდალეზაზე, (სადეპორტოში) ქართველები არიან საფრთხის ქვეშ, რაზეც საბერძნეთში არსებული საკონსულო არ რეაგირებს და პრეტენზიებს უყენებს, საფეთხის ქვეშ მყოფ თავის მოქალაქეებს. გარდაცვლილია ახალგაზრდა მამაკაცი, პაკისტანის მოქალაქე.
ითხოვენ ჩვენი თანამოქალაქეები დახმარებას. სასწრაფოთ გამომეხმაურეთ.
მოქალაქეები "პირველებთან" აცხადებენ, რომ პაკისტანის მოქალაქე რამდენიმე დღის განმავლობაში ითხოვდა მედიკამენტებს, თუმცა მას საჭირო წამალი არ მისცეს, რამაც ფატალური შედეგი გამოიწვია.
საქართველოს მოქალაქეებს თქმით, წამლები მათაც სჭირდებათ, თუმცა ვერ იღებენ.