"საქართველოს "ორბანიზაცია", როგორ აირჩია ქვეყანამ უნგრეთის კონსერვატიული პოპულიზმი EU-სკენ მიმავალ გზაზე" - BBC-ის სტატია

26.07.23 14:00
"საქართველოს "ორბანიზაცია", როგორ აირჩია ქვეყანამ უნგრეთის კონსერვატიული პოპულიზმი EU-სკენ მიმავალ გზაზე" - BBC-ის სტატია

საქართველოს "ორბანიზაცია". როგორ აირჩია ქვეყანამ უნგრეთის კონსერვატიული პოპულიზმი ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე - ამ სათაურით სტატიას BBC-ის რუსული ბიურო აქვეყნებს. სტატიის ავტორი წერს, რომ საქართველოს ხელისუფლებისთვის, დასავლეთთან და უკრაინასთან ურთიერთობის გაციების ფონზე, უნგრეთი, როგორც ჩანს, მთავარი თანამოაზრეა ევროკავშირში.

გამოცემა წერს, რომ უნგრეთის პრემიერმინისტრი ვიქტორ ორბანი, რომელსაც ევროპაში თავისუფლების შეზღუდვისა და პუტინთან მეგობრული ურთიერთობების გამო აკრიტიკებენ, საქართველოს ამჟამინდელი ხელმძღვანელობისთვის მოსახერხებელი პარტნიორია.

BBC-ს სტატიაში ნათქვამია, რომ ხელისუფლების ასეთი რიტორიკა შესაძლოა ერთდროულად იყოს 2024 წლის არჩევნებისთვის ამომრჩევლის კონსერვატიული ნაწილის მოზიდვისა და საზოგადოებაში ევროპის მიმართ სკეპტიციზმის დათესვის მცდელობა, რათა თავი დაიცვან [ხელისუფლებამ] ევროკავშირის სტატუსზე უარის თქმის შემთხვევაში.

ჟურნალისტი ამბობს, რომ ამ გზაზე საქართველოს ხელისუფლება მეტწილად იმეორებს როგორც უნგრეთის, ისე რუსეთის მთავრობების გზებს, მანიპულირებს ლგბტ თემებზე, ტრადიციებსა და ეკლესიაზე.

მსგავსი სიახლეები