რადიკალური ოპოზიცია გავლენას ახდენს საპარლამენტო ოპოზიციაზე - თალაკვაძე

28.05.21 15:36
რადიკალური ოპოზიცია გავლენას ახდენს საპარლამენტო ოპოზიციაზე - თალაკვაძე

ამნისტიის სადავო კანონპროექტი - პარლამენტის ყოფილი თავმჯდომარეები, ირაკლი კობახიძე და არჩილ თალაკვაძე, დღეს მოქმედ თავმჯდომარეს, კახა კუჭავას, დახურულ კარს მიღმა შეხვდნენ. მიმდინარე პოლიტიკურ საკითხებთან ერთად მმართველი გუნდის ლიდერებმა ამნისტიის კანონპროექტზეც იმსჯელეს.

არჩილ თალაკვაძე არ მალავს, რომ  შეხვედრაზე  ამნისტიის კანონპროექტის საკითხიც განიხილეს. მისი თქმით, პარლამენტს გარეთ დარჩენილი რადიკალური ოპოზიცია საპარლამენტო ოპოზიციაზე ზეწოლას ცდილობს. თალაკვაძე ამბობს, რომ არასაპარლამენტო ოპოზიცია ამნისტიის შესახებ კანონპროექტზე პასუხისმგებლობას თავიდან იცილებს. 

პარლამენტის სპიკერთან გვქონდა სამუშაო შეხვედრა. განვიხილეთ მიმდინარე პოლიტიკური საკითხები. ესეც მიმდინარე პოლიტიკური თემაა. როგორც ჩანს, გარეთ დარჩენილი რადიკალური ოპოზიცია ახდენს გავლენას ზეწოლას საპარლამენტო ოპოზიციაზე და ისინი ცდილობენ, რომ მიშელის შეთანხმების ეს პუნქტი, რომელიც ამნისტიას უკავშირდება, შესრულდეს „ქართული ოცნების“ და ოპოზიციის მცირე ნაწილის ხარჯზე. ეს არ არის პასუხისმგებლიანი მიდგომა, - ამბობს არჩილ თალაკვაძე. 
 

მსგავსი სიახლეები