სააკაშვილის მდგომარეობა გაუარესდა - რატომ ვერ ჩაერთო პრეზიდენტი სასამართლო სხდომაზე (სოფო ჯაფარიძის კომენტარი)
მიხეილ სააკაშვილის წარმომადგენელი, სოფო ჯაფარიძე ამბობს, რომ საქართველოს მესამე პრეზიდენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა გაუარესდა.
საკრებულოს წევრი წერს, რომ სააკაშვილს გადასხმები სედაციის ფონზე უტარდება.
დღეს, მიხეილ სააკაშვილი თავად უნდა ჩართულიყო სასამართლო პროცესზე, მაგრამ ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების გამო (გაუარესებული სისხლის ანალიზების), მას უტარდება გადასხმები სედაციის ფონზე. იმედია, უახლოეს დღეებში გაუმჯობესდება პარამეტრები, ზოგადი მდგომარეობა და შეძლებს ჩართვას მომავალ პროცესზე.
მას ამის დიდი სურვილი და საბრძოლო განწყობა აქვს"- წერს ჯაფარიძე.
რამდენიმე წუთში საქალაქო სასამართლოში მიხეილ სააკაშვილის სასამართლო პროცესია ჩანიშნული. დღევანდელ სხდომაზე 7 ნოემბრის საქმეზე იმსჯელებენ. დღეს უნდა გადაწყდეს, მოსამართლის შეცვლის შემდეგ, თავიდან დაიწყება თუ არა საქმის ყველა მთავარი მოწმის გამოკითხვა.