თავდასხმებისა და მძიმე ბრალდებების კასკადი ენმ-ში - პარტიის ლიდერებს ცეცხლი ნიკა მელიამ გაუხსნა
თავდასხმებისა და მძიმე ბრალდებების კასკადი ნაციონალურ მოძრაობაში. ხანგრძლივი პაუზის შემდეგ ენმ-ის ლიდერებს ცეცხლი მელიამ გაუხსნა. პარტიის ყოფილმა თავმჯდომარემ ინგა გრიგოლიას "რეაქციაში" აქამდე უთქმელი ამბები გათქვა. ზაზა გოროზია პრორუს ფრიდონ ინჯიასთან კავშირში ამხილა. არ გამორიცხა, რომ პარტიის მენეჯმენტს მიხეილ სააკაშვილი ორმაგ ტყვეობაში ყავდეს. არაფრის მომცემი უწოდა ვაშაძესთან გაერთიანებას და ბოლოს თქვა, რომ ენმ-დან წასვლას არ აპირებს.
ყოფილი გუბერნატორი ყოფილი თავმჯდომარის ბრალდებებმა წყობიდან ისე გამოიყვანა, რომ გადაწყვიტა ტრადიცია დაარღვიოს და ჟურნალისტების კითხვებს პასუხი გასცეს. ჭორაობს-თქვა გოროზიამ ნიკა მელიაზე, ხაბეიშვილმა კი მის წინამორბედს ღრმა დეპრესიის დიაგნოზი დაუსვა. ტელევიზიით დაწყებული და გაგრძელებული დაპირისპირება კი დღის ბოლოს ისევ მელიამ დაასრულა, რომელმაც ზაზა გოროზიას პოლიტიკური სარეველა უწოდა.
დეტალები ნახეთ, ნანუკა ქაჯაიას რეპორტაჟში.