გახარია "ოცნებას" და ენმ-ს თანაშრომლობაში ამხელს - ექს-პრემიერმა დუმილი დაარღვია

26.07.23 20:23
გახარია "ოცნებას" და ენმ-ს თანაშრომლობაში ამხელს - ექს-პრემიერმა დუმილი დაარღვია

 

 

გახარია "ოცნებას" და ნაციონალურ მოძრაობას ქოლ ცენტრების საქმის ირგვლივ თანაშრომლობაში ამხელს. ასე დაარღვია ხანგრძლივი პაუზის შემდეგ დუმილი ექს პრემიერმა. ეს კი მას შემდეგ, რაც ოცნება იგივე წრეზე წავიდა და მიზანში ისევ გახარია ამოიღო. ექს პრემიერს  ნაციონალურ მოძრაობასთან თანამშრომლობაში ადანაშაულებენ და ამბობენ, რომ რაც არ უნდა დისტანცირდეს, გახარია სააკაშვილის პარტიისგან, ეს მოცემულობას მაინც ვერ შეცვლის. 

იერიში ბექა ოდიშარიამ წამოიწყო, რაც ორმაგი პოლიტიკური ცხოვრების წამოძახების ფასიც დაუჯდა. ოცნების დეპუტატს გააახსენეს, რომ 2012 წლამდე ნაციონალური მოძრაობის მთაწმინდის საარჩევნო შტაბის უფროსი   და ბიძინა ივანიშვილის წინააღმდეგ აქტიური ბრძოლის მონაწილე იყო. უფრო მეტიც, ოდიშარია ენმ-ის ლიდერების სუფრებზეც კი ხშირად თამადობდა.

დეტალები ნახეთ, რუსუდან დუმბაძი რეპორტაჟში.

მსგავსი სიახლეები