ტექნიკა ხაბაროვსკიდან საქართველოში - ტერიტორიების შემდეგ, რუსეთი ქართული ეკონომიკის ოკუპაციას გეგმავს
საქართველოს ტერიტორიების შემდეგ რუსეთი ქართული ეკონომიკის ოკუპაციას გეგმავს. 30 წლის შემდეგ, პირველად ხაბაროვსკის მანქანათმშენებელი ქარხანა ტექნიკას საქართველოში გაყიდის. რუსული პროპაგანდისტული მედია წერს, რომ პირველი შეკვეთა საქართველოდან უკვე მიღებულია. ქარხანამ საქართველოში აზოტის აირის გენერატორები უნდა გამოაგზავნოს.
ეს ქარხანა მსოფლიო ომის დროს საბრძოლო მასალებს აწარმოებდა და ტანკებს არემონტებდა. წლების შემდეგ პროფილი შეიცვალა, თუმცა ჩნდება კითხვა ხომ არ ხდება იქ კრიზისში მყოფი რუსული ჯარისთვის სამეხდრო ტექნიკის გარემონტება. აზოტის ქარხნის დირექტორი არ უარყოფს, რომ მანქანა დანადგარების დამზადება ხაბაროვსკის ქარხანას შეუკვეთეს, თუმცა დეტალები არ ვიცით, რა საჭიორება დადგა 30 წლის შემდეგ ტექნიკა ამ საწარმოდან მიგვეღო.
დეტალები ნახეთ, რუსუდან ჯაბანიშვილის რეპორტაჟში.