ამერიკის საელჩომ შესაბამისი პასუხი გასცა და მომავალშიც გასცემს "ოცნების" ბინძურ პროპაგანდას - ცისკარიშვილი
ამერიკის საელჩომ შესაბამისი პასუხი გასცა და მომავალშიც გასცემს ამ ტიპის ბინძურ პროპაგანდას - ასე ეხმიანება ამერიკელი დიპლომატების განცხადებას ენმ-ს ლიდერი პეტრე ცისკარიშვილი.
ცისკარიშვილი ამბობს, რომ "ოცნება" ყველაფერ ამერიკულის, დასავლურის გაშავებას, დაცინვა-დამცირებას ცდილობს.
ეს არის კრემლის ნარატივის გაგრძელება, რასაც მათი ხელდასმული პარტია აქ აგრძელებს. ყველაფერ ამერიკულის, დასავლურის გაშავებას, დაცინვა-დამცირებას ცდილოს იმისათვის, რომ აქ ადგილზე, ეს რუსული ოცნება წარმოჩინდეს გამარჯვებულად, სუფთად და წარმატებულად. ამიტომ, ჩვენ არ უნდა გვიკვირდეს, რომ ამერიკის საელჩო შესაბამის პასუხს სცემს და მომავალშიც გასცემს ამ ტიპის ბინძურ პროპაგანდას - ამბობს პეტრე ცისკარიშვილი.
ამერიკის საელჩომ და სახელმწიფო დეპარტამენტმა ქართულ ოცნებას მხილების სერია მოწყვეს. ცრუ და უპასუხისგმებლო ეს სიტყვები წერია, ამერიკელი დიპლომატების განცხადებაში, რომელთა მოთმინებასაც ივანიშვილის გუნდი უკვე წლებია ცდის. საქმე ეხება სააკაშვილის ლობისტებისა და საელჩოს დიპლომატების ფარულ თანამშორმელობას, რომლის შესახებაც ინფორმაცია ქართულმა ოცნება გაავრცელა. ირკვევა რომ მკაცრი ტონით ლაპარკის მოსმენა საგარეო საქმეთა სამინისტროში მოუწიათ.