"ოცნების" საგარეო პოლიტიკის კრახი - ბარამიძე ამერიკის საელჩოზე თავდასხმაზე
ოპოზიცია ამბობს, რომ მმართველი გუნდის მიერ ამერიკის საელჩოზე თავდასხმა "ოცნების" კიდევ ერთი კრახია.
ენმ-ს წევრის, გიორგი ბარამიძის თქმით, "ოცნების" გამო საქართველოც კარგავს იმ შესაძლებლობებს, რასაც დასავლური ინტეგრაცია ჰქვია.
"ოცნების" საგარეო პოლიტიკის კრახი პრაქტიკულად შეიძლება ითქვას დიდი ხანია დადგა, ეს უკვე ჩვეულებრივ ამბად იქცა, რომ იტყვიან ხან სანქციები, ხან ასეთი მამხილებელი განცხადებები, უბრალოდ სამარცხვინო ხალხია ესენი და სამწუხაროა, ამათ გამო საქართველოც კარგავს იმ შესაძლებლობებს, რასაც ჰქვია დასავლური ინტეგრაცია". - ამბობს გიორგი ბარამიძე.
ჩვენი თანაშრომლები ფულს ლობისტური კომპნიებისგან არ იღებენ - "ქართული ოცნების" თავდასხმებს ამერიკის საელჩომ განცხადებით უპასუხა. კელი დეგნანის გუნდი შეშფოთებულია იმ რიტორიკით, რომელიც თბილისიდან ესმით. ცრუ და უპასუხისგმებლო - ასე ახასიათებს დეგნანის უწყება ოცნების მიერ გავრცელებულ ცილისმწამებლულ ბრალდებებს, რომ თითქოს საელჩო მონაწილოებას სააკაშვილის ლობირებაში იღებს ან მისი ლობისტების დამხმარე ძალა.
ამერიკის საელჩო გმობს ამ განცხადებების ტირაჟირებას მმართველი პარტიის ლიდერების მხრიდანაც.