რა ტვირთი გადააქვთ საქართველოდან რუსეთში წასულ თვითმფრინავებს? - სანქციების ჯგუფის ამერიკელი შეფის პასუხი

27.07.23 11:10
რა ტვირთი გადააქვთ საქართველოდან რუსეთში წასულ თვითმფრინავებს? - სანქციების ჯგუფის ამერიკელი შეფის პასუხი

რა ტვირთი გადააქვთ საქართველოდან რუსეთში წასულ თვითმფრინავებს და ეხმარება თუ არა ღარიბაშვილის ხელისუფლება რუსეთს სანქციების გვერდის ავლაში? - სანქციების ჯგუფის ამერიკელ შეფს ეს კითხვა სენატის სხდომაზე დაუსვეს. 

“გვინდა დავრწმუნდეთ, რომ ზუსტად ვიცით, რა იტვირთება ამ თვითმფრინავებში, როცა ისინი უკან,რუსეთში ბრუნდებიან "- უთხრა სენატორებს სანქციების ჯგუფის შეფმა, რომლიც საქართველში საგანგებო მისიით რამდენიმე კვირის წინ იმყოფებოდა.

საქართველოდან ამერიკაში დაბრუნებული ჯიმ ო ბრაიანი აცხადებს, რომ ახლა სახელმწიფო დეპრტამენტი დეტალურად იკველვს, ქმნის თუ არა საქართველოსთან აღდგენილი ავიამიმოსვლა, რუსეთის მიერ სანქციების გვერდის ავლის შესაძლებლობას.

"თბილისში კოლეგებთან ერთად ვიყავი ევროკავშირიდან და დიდი ბრიტანეთიდან ასე, რომ წარმოდგენილი ვიყავით, როგორც ერთიანი ფრონტო. ვფიქრობ, არის ძალიან გამამხნევებელი სიახლე, რომ საქართველოს საბაჟო სამსახურები რეალურ ნაბიჯებს დგამენ, რათა შეზღუდონ ბრძოლის ველთან დაკავშირებული ნივთების რუსეთში გადაზიდვა. ჩვენ გვინდა დავრწმუნდეთ, რომ მათ სრული კონტროლი აქვთ საქართველოს საზღვარზე გადაადგილებებზე იქნება ეს აეროდრომების თუ სახმელეთო საგზაო საზღვრებზე, ეს უწყვეტი სამუშაოა და ამ კუთხით დიდძალ დახმარებას ვაწვდით, ისინი კარგი პარტნიორები არიან გამჭვირვალობის კუთხით, ახლა კითხვა ისაა, შეგვიძლია თუ არა უკეთესი მონაცემების მიღება მომავალში და შეგვიძლია თუ არა უფრო ნათლად დავინახოთ ის, თუ რა ხდება საქართველოსა და რუსეთს შორის ახლახან განახლებულ ფრენებთან დაკავშირებით". - ამბობს ო ბრაიანი.

 

 

მსგავსი სიახლეები