"ოცნება" აშშ-ს საელჩოს პასუხით კმაყოფილია, თუმცა მაინც განმარტებებს ითხოვს - რა განცხადება კეთდება მმართველ გუნდში

27.07.23 11:38
"ოცნება" აშშ-ს საელჩოს პასუხით კმაყოფილია, თუმცა მაინც განმარტებებს ითხოვს - რა განცხადება კეთდება მმართველ გუნდში

"ოცნება" მცირედით უკან იხევს  - მმართველ პარტიის დეპუტატეტები ამბობენ, კარგია, როდესაც საელჩო უარყოფს ინფორმაციას, რომ აშშ-ს თანამშრომლები არ იყვნენ ჩართულნი სააკაშვილის სასარგებლოდ ლობირებაში, თუმცა თუმცა მაინც სვამენ კითხვას, რატომ არის ნახსენები ფარას დოკუმენტში საელჩოს წარმომადგენელი და ამის შესახებ ისევ განმარტებას ითხოვენ.

"კარგია, რომ საელჩო ამბობს, რომ ის თუ მისი თანამშრომლები ამ საქმიანობაში ჩართული ჩართულნი არ ყოფილან. საელჩოს თანამშრომელი, როგორც ფარას დოკუმენტები ამბობს, რომ იყო კონტაქტში კონკრეტულ დეზინფორმაციული კამპანიის მწარმოებელ კომპანიასა და სააკაშვილს შორის არსებულ ურთიერთობებში, რომ ერთგვარი საკონტაქტო პირი იყო საელჩოს თანამშრომელი, ეს არის საინტერესო. როგორ ხდება, რომ ამ კომპანიის წარმომადგენელი, კონტაქტში შედის საელჩოს თანამშრომელთან, ეს არის საინტერესო და ალბათ ამ საკითხთან დაკავშირებითაც ექნება საელჩოს განმარტება" - ამბობს ანრი ოხანაშვილი.

ჩვენი თანაშრომლები ფულს ლობისტური კომპნიებისგან არ იღებენ - "ქართული ოცნების" თავდასხმებს ამერიკის საელჩომ განცხადებით უპასუხა. კელი დეგნანის გუნდი შეშფოთებულია იმ რიტორიკით, რომელიც თბილისიდან ესმით. ცრუ და უპასუხისგმებლო - ასე ახასიათებს დეგნანის უწყება ოცნების მიერ გავრცელებულ ცილისმწამებლულ ბრალდებებს, რომ თითქოს საელჩო მონაწილოებას სააკაშვილის ლობირებაში იღებს ან მისი ლობისტების დამხმარე ძალა. 

ამერიკის საელჩო გმობს ამ განცხადებების ტირაჟირებას მმართველი პარტიის ლიდერების მხრიდანაც. 

მსგავსი სიახლეები