"მელიას მოვუწოდებ, რომ წავიდეს და თავისი ოჯახი ააშენოს" - გიორგი ბარამიძე
გიორგი ბარამიძე ნიკა მელიას მიმართა და მას პარტიის რიგებიდან წასვლა ურჩია.
ენმ-ს წევრმა განცხადება "ტვ პირველის" ეთერში გააკეთა.
"მოვუწოდებ, რომ წავიდეს თუ აღარ შესტკივა გული, თავისი ოჯახი ააშენოს ღმერთმა ხელი მოუმართოს, თავისი პარტია ჩამოაყალიბოს და უკეთესი იყოს, სხვისი ლანძღვით კი არა, თავისი ყოფილი გუნდის ლანძღვით კი არა იმითი, რომ უკეთესი იყოს და კიდევ ერთხელ შევახსენებ, რომ სანამ 2021 წლის ამბებს დღეს ილაპარაკებს, მანამდე გასცეს პასუხი მაშინ რატომ არ თქვა ამის თაობაზე, თუ ასეთ სიმართლის მთქმელ იყო, რატომ ჩაიგუბა პირში წყალი მაშინ, მე ეს არ ვიცოდი, ჭურში იჯდა მანამდე?! რას ვაპრავებ მე არაფერს არ ვაპრავებ მე ნიკას ვეკითხები, ახლა გაიგე ნიკა ეგ ამბავი?!- განაცხადა ბარამიძემ.