დადასტურდა ის, რაზეც დიდი ხანია ვსაუბრობთ, სახელი გვარებიც კი ითქვა, ვინ ვისი კაცია პარტიაში - ქამადაძე

27.07.23 11:56
დადასტურდა ის, რაზეც დიდი ხანია ვსაუბრობთ, სახელი გვარებიც კი ითქვა, ვინ ვისი კაცია პარტიაში - ქამადაძე

ენმ-ს წევრი მირდატ ქამადაძე ამბობს, რომ გუშინ გიორგი ბარამიძის მიერ "ტვ პირველის" ეთერში გაკეთებული განცხადებებით დადასტურდა ის, რაზეც მელიას მომხრეები დიდი ხანია ამბობენ.

ქამადაძეს თქმით, ახლა საინტერესოა კოლეგები პარტიის მსგავსი მეთოდებით მართვას გაემიჯნებიან თუ მის "გაპრავებას" შეეცდებიან.

"გუშინ კიდევ ერთხელ დადასტურდა, ის რაზეც ჩვენ ძალიან დიდი ხანია ვსაუბრობთ. უფრო მეტიც, სახელი გვარებიც კი ითქვა, ვინ ვისი კაცია პარტიაში და ვინ ვისი მეშვეობით ცდილობს თავისი გავლენების და ძალაუფლების გატარებას, განხორციელებას ამ პარტიაში. ახლა საინტერესოა, ჩვენი მეგობრები და კოლეგები პარტიის მსგავსი მეთოდებით მართვას გაემიჯნება, თუ მის გაპრავებას შეეცდებიან, რაც ვიხილეთ სამწუხაროდ გუშინ ბატონი გიორგი ბარამიძისგან იმიტომ, რომ ბიძინა ივანიშვილის რუსული რეჟიმის დამარცხების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი კომპონენტი და გზა ჩვენი აზრით, გახლავთ ღია საჯარო და გულწრფელი პოლიტიკა." - ამბობს მირდატ ქამადაძე.

რა გავლენებით სარგებლობენ ნაცმოძრაობაში ვანო მერაბიშვილი და დავით კეზერაშვილი - დასტურდება ის, რაზეც ნიკა მელია თვეების განმავლობაში საუბრობდა.  აღიარებითი ჩვენება გია ბარამიძემ "ტვ პირველის" ეთერში გააკეთა. ნაცმოძრაობის ლიდერი არ მალავს, რომ ყველაზე დიდ ოპოზიცურ პარტიაში კეზერაშვილი და მერაბიშვილი გადაწყვეტილების მიმღები პირები არიან და პარტიულ საქმიანობაშიც ჩართულები არიან. 

მსგავსი სიახლეები