მართლმსაჯულების რეფორმა ერთ-ერთი მთავარი პირობაა საქართველოსთვის EU-სკენ მიმავალ გზაზე - ო’ბრაიენი
სენატის სხოდმაზე ჯიმ ო ბრაიენმა მესამე სექტორთან შეხვედრაზე ისაუბრა. ამერიკელი მაღლჩინოსანი ამბობს რომ შეხვედრაზე ქართველ უფლებამცველებთან რეფორმების აუცილებლობაზე ისაუბრა. ბრაიანი ამბობს, რომ მოსამართლეთა დანიშვნის წესსა და სასამართლო რეფორმასთან დაკავშირებით საქართვლოს ხლეისუფლებასაც ესაუბრა. კითხვა რეფორმებზე სანციების ჯგუფის შეფს სენატორმა ჯინ შაჰინმა დაუსვა
"როგორც იცით, აშშ-მა სანქციები დაუწესა რამდენიმე მოსამართლეს იმის გამო, რომ ისინი მთელ სასამართლო სისტემას აკონტროლებდნენ. მართლმსაჯულების რეფორმა არის ერთ-ერთი მთავარი პირობა საქართველოსთვის, რათა ამ ქვეყანამ პროგრესი განიცადოს ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე. ჩვენ ვმუშაობთ ევროკავშირთან ერთად და საქართველოს ხელისუფლებას ნათლად განვუცხადეთ, რომ მოსამართლეების დანიშვნა და მონიტორინგი საკვანძო სფეროა. გარდა ამისა, მე შევხვდი საქართველოს სამოქალაქო საზოგადოების წევრებსა და აქტივისტებს. ეს ხალხი გამოხატავს საქართველოს მოსახლეობის 90%-ზე მეტის აზრს. საქართველოში ევროპულ მომავალთან დაკავშირებით პოლარიზაცია არ არსებობს. ახლა საჭიროა, რომ ხალხმა, რომელსაც ეკონომიკური ინტერესები აქვს და რომლებსაც მთავრობა ზურგს უმაგრებს, უნდა გააცნობიეროს, რომ რეფორმები საჭიროა ევროპისკენ მიმავალ გზაზე. ასე რომ, ჩვენ ვმუშაობთ ევროპელ კოლეგებთან, რათა ის პირობები, რომლებიც მათ წაუყენეს საქართველოს, ასევე აისახებოდეს ჩვენს მიერ გაწეულ დახმარებაში. ამ მხრივ მიმდინარე წლის შემოდგომა იქნება მნიშვნელოვანი, რადგან ჩვენ მოვისმენთ ევროპული საბჭოს მოხსენებას", - თქვა ჯიმ ო’ბრაიენმა