აშშ ასე ხედავს, რომ დღეს კლანს არაფორმალური ეკონომიკური გავლენის მქონე ჯგუფები მართავენ, რომლის ხელმძღვანელი ივანიშვილია - სამადაშვილი

27.07.23 13:26
აშშ ასე ხედავს, რომ დღეს კლანს არაფორმალური ეკონომიკური გავლენის მქონე ჯგუფები მართავენ, რომლის ხელმძღვანელი ივანიშვილია - სამადაშვილი

აშშ ასე ხედავს, რომ დღეს კლანს არაფორმალური ეკონომიკური გავლენის მქონე ჯგუფები მართავენ, რომლის ხელმძღვანელი ივანიშვილია - ამის შესახებ "ლელოს" ერთ-ერთმა ლიდერმა სალომე სამადაშვილმა განაცხადა.

სამადაშვილის თქმით, ჩვენ სტრატეგიულ პარტნიორებს საქართველოს ხელისუფლების მიმართ ნდობა არ აქვთ, რომ მათი თანამშრომლობის გარეშე ისინი რუსეთისთვის აქ დახმარების ინფრასტრუქტურას არ შექმნიან.

"ეს განცხადება ადასტურებს იმას, რომ დიახ აშშ სწორედ ასე ხედავს, რომ დღეს ამ კლანს მართავს არაფორმალური ეკონომიკური გავლენის მქონე ჯგუფები და ასეთი ჯგუფი არის ჩვენს ქვეყანაში ერთადერთი მისი ხელმძღვანელი არის ბიძინა ივანიშვილი. განცხადება რომელიც გაკეთდა, აჩვენებს, რომ ამ ეტაპზე დაპირება, რომელიც მიიღო ქართული მხარისკენ ამერიკამ რომ ითანამშრომლებენ იმისთვის, რომ არ მოხდეს ფრენების გამოყენება რუსეთის ინტერესები დასაცავად, თუმცა აპირებენ რომ დააკვირდნენ გამადიდებელი შუშით, ყველაფერს რასაც აკეთებს დღევანდელი ხელისუფლება. ნდომა ჩვენ სტრატეგიულ პარტნიორებს ამ ხელისუფლების მიმართ, რომ მათი თანამშრომლობის გარეშე ისინი რუსეთისთვის არ შექმნიან აქ დახმარების ინფრასტრუქტურას, რომ ასეთი ნდობა მათი მხრიდან არ არსებობს" - ამბობს სალომე სამადაშვილი.

საქართვლოს მთავრობის უკან მდგომი ეკონომიკური ინტერესების მქონე ჯგუფი- ვის გულისხმობს პრეზიდენტ ბაიდენის გუნდი ამ ფრაზის მიღმა? ამერიკის შეერთებული შტატების მაღალჩინოსანმა სენატში თქვა რომ სწორედ ამ გუნდმა უნდა გააცნობიეროს, რომ რეფორმების გარშე ევროკავშირში ადგილს საქართველო ვერ მიიღებს.

ჯიმ ო'ბრაინმა პრაქტიკულად სენატორ შაჰინის კითხვაზე უპასუხა, რომ გადაწყვეტილებას რეფორმებზე არა მთავრობა, არამედ მთავრობის უკან მდგომი გავლენიანი ჯგუფი იღებს, ეს კი პრეზიდენტ ბაიდენის გუნდის მხრიდან უკვე არაფორმალური მმართველობის საჯარო აღიარებას ნიშნავს. 

მსგავსი სიახლეები