ვიღაცა რაღაცას ფიქრობს, მე რა ვიცი აბა? - კალაძე ო’ბრაიენის განცხადებაზე
ვიღაცა რაღაცას ფიქრობს, მე რა ვიცი აბა? - ასე ეხმაურება თბილისის მერი კახა კალაძე ო’ბრაიენის განცხადებას, რომელმაც თქვა, რომ საქართვლოს მთავრობის უკან ეკონომიკური ინტერესების მქონე ჯგუფი დგას.
კალაძის თქმით, საქართველოში ყველაფერი აბსოლუტურად გამჭვირვალე ხდება და მმართველ გუნდს დასამალი არაფერი აქვთ.
"ვიღაცა რაღაცას ფიქრობს, მე რა ვიცი აბა? საქართველოში ყველაფერი აბსოლუტურად გამჭვირვალე ხდება, ჩვენ ვთანამშრომლობთ ჩვენს პარტნიორებთან, ჩვენს მეგობრებთან დასამალი არაფერი არ არის, ყველაფერი აბსოლუტურად ღიად არის და თუკი რაიმე კითხვები არსებობს სანქციების გვერდით ავლასთან დაკავშირებით ეს რა თქმა უნდა სხვა ქვეყნებთან მიმართებით უნდა იყოს განხილული და არა საქართველოს მიმართ. რეფორმების განხორციელება და მისი გაგრძელება მნიშვნელოვანია იმიტომ, რომ შეუძლებელია დღეს შენ რაღაც გააკეთო და გაჩერდე, ეს პროცესი გრძელდება და მომავალშიც გაგრძელდება ცხადია" - ამბობს კახა კალაძე.
საქართვლოს მთავრობის უკან მდგომი ეკონომიკური ინტერესების მქონე ჯგუფი- ვის გულისხმობს პრეზიდენტ ბაიდენის გუნდი ამ ფრაზის მიღმა? ამერიკის შეერთებული შტატების მაღალჩინოსანმა სენატში თქვა რომ სწორედ ამ გუნდმა უნდა გააცნობიეროს, რომ რეფორმების გარშე ევროკავშირში ადგილს საქართველო ვერ მიიღებს.
ჯიმ ო'ბრაინმა პრაქტიკულად სენატორ შაჰინის კითხვაზე უპასუხა, რომ გადაწყვეტილებას რეფორმებზე არა მთავრობა, არამედ მთავრობის უკან მდგომი გავლენიანი ჯგუფი იღებს, ეს კი პრეზიდენტ ბაიდენის გუნდის მხრიდან უკვე არაფორმალური მმართველობის საჯარო აღიარებას ნიშნავს.