ჩვენ რა შუაში ვართ - კალაძე სახდეპის კრიტიკულ გზავნილზე

27.07.23 13:36
ჩვენ რა შუაში ვართ - კალაძე სახდეპის კრიტიკულ გზავნილზე

ჩვენ რა შუაში ვართ - ასე პასუხობს სახელმწიფო დეპარტამენტის კრიტიკულ გზავნილს კახა კალაძე. ოცნების ლიდერი დღეს თავს იმართლებდა, ამბობდა რომ ამერიკის საელჩოს თანამშრომლის სააკაშვილის სასარგებლოდ მოქმედებაზე ინფორმაცია არა თავად, არამედ შეერთებული შტატების იუსტიციის დეპარტამენტმა გაავრცელა. 

"არა ჩვენ რა შუაში ვართ? რა თქმა უნდა, შემაშფოთებელია, როდესაც ჩვენ დოკუმენტში ვხედავთ საელჩოს თანამშრომლის ჩართულობას ლობისტური კომპანიის მიერ არის ეს გაკეთებული და ოფიციალურ დოკუმენტში არის ასახული ეს ხელმისაწვდომია. რა ესაქმება საელჩოს თანამშრომელს ამგვარ ქმედებებში მიიღოს მონაწილეობა, ეს ძალიან ცუდია და შემაშფოთებელი" - ამბობს კახა კალაძე.

"ქართული ოცნების" მიერ სააკშვილის ლობირებაში ბრალდებული ბაიდენის ადმინიტრაციის პასუხი  მმართველ გუნდს - წერილობითი განცხადების შემდეგ, თეთრ სახლში ოცნების ხელისუფლების დეზინფორამციას უკვე საგანგებო ბრიფინგზეც პასუხობენ.

სახელმწიფო დეპრტამენტის პრეს სპიკერი  ქართულ ოცნებას სიცრუეში ადანაშაულებს და ამბობს, რომ შტატები მესამე პრეიზიდენტის ლობირებაში არსადროს ჩართულა, მითუმეტეს თანხის სანაცვლოდ. 

 

მსგავსი სიახლეები