აშშ-ს საელჩო და სახდეპი თვითონ გაერკვნენ ერთმანეთში, ანდა ჰკითხონ ალასანიას და აკერმანს - მაჭარაშვილი

27.07.23 13:45
აშშ-ს საელჩო და სახდეპი თვითონ გაერკვნენ ერთმანეთში, ანდა ჰკითხონ ალასანიას და აკერმანს - მაჭარაშვილი

აშშ-ს საელჩო და სახდეპი თვითონ გაერკვნენ ერთმანეთში, ანდა ჰკითხონ ალასანიას და აკერმანს - ასე ეხმაურება აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადებას "ხალხის ძალის" დეპუტატი გურამ მაჭარაშვილი.

მაჭარაშვილის თქმით, სახდეპის განცხადების შემდეგ კიდეც უფრო გაიზარდა უხერხულობა, რაც აშშ-ს საელჩომ შექმნა.

"ის, რომ შეერთებული შტატების საელჩო ჩავარდა უხერხულ მდგომარეობაში ეს არის ფაქტი, მაგრამ ამ განცხადების მერე კიდევ უფრო დაემატა უხერხულობა. როდესაც ამერიკის საელჩო აკრიტიკებს ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტის გვერდზე გამოქვეყნებულ ინფორმაციას, ეს არის მინიმუმ უხერხული. როდესაც საელჩოს თანამშრომელი თუ ელჩი ამბობს, რომ ამერიკის სახელმწიფო ვებ-გვერდზე გამოქვეყნებული ინფორმაცია, რომელსაც ჩვენ პოლიტიკოსები ვავრცელებთ და კომენტარებს ვაკეთებთ, თურმე ყოფილა დეზინფორმაცია, თვითონ გაერკვნენ, ამერიკის საელჩო და ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტი თვითონ გაერკვეს ერთმანეთში რომელია სწორი და რომელი არასწორი, ანდა ჰკითხონ ალასანიას და აკერმანს" - ამბობს გურამ მაჭარაშვილი.

"ქართული ოცნების" მიერ სააკშვილის ლობირებაში ბრალდებული ბაიდენის ადმინიტრაციის პასუხი  მმართველ გუნდს - წერილობითი განცხადების შემდეგ, თეთრ სახლში ოცნების ხელისუფლების დეზინფორამციას უკვე საგანგებო ბრიფინგზეც პასუხობენ.

სახელმწიფო დეპრტამენტის პრეს სპიკერი  ქართულ ოცნებას სიცრუეში ადანაშაულებს და ამბობს, რომ შტატები მესამე პრეიზიდენტის ლობირებაში არსადროს ჩართულა, მითუმეტეს თანხის სანაცვლოდ. 

მსგავსი სიახლეები